ex-sticky მედიცინა

დღეს გვაქვს ყველა საშუალება, რომ, დროული მომართვისას, კოვიდინფიცირებულის სიცოცხლე გადავარჩინოთ

Nusagi

ინფექციური კლინიკის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სექტორს აქვს თანამედროვე 5 მედიკამენტი, რომლებიც რეანიმაციაში მოხვედრის რისკს 0%- მდე ამცირებს, შესაბამისად, ინფიცირებულებმა ექიმებს დროულად უნდა მიმართონ.

მისივე თქმით, მსოფლიო მორიგ კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატს ელოდება, რომლის მისაღებად საქართველომ მოლაპარაკებები წარმატებით დაიწყო.

„დღეს ჩვენ გვაქვს ყველა საშუალება, უახლესი მედიკამენტები, რომ, დროული მომართვის შემთხვევაში, კოვიდინფიცირებულის სიცოცხლე გადავარჩინოთ და თითქმის გარანტირებულად უზრუნველვყოთ, რომ ის რეანიმაციაში არ მოხვდეს და საინტუბაციო არ გახდეს. შემოტანილი გვაქვს 4 უახლესი, ყველაზე ეფექტიანი, ყველაზე ძვირადღირებული მედიკამენტი – რემდესივირი, ბარიციტინიბი, ტოცილიზუმაბი, მონოკლონური ანტისხეულები. ყველა პაციენტი, რომელიც დროულად, პირველ ათ დღეში მოგვმართავს, ჩვენ გვაქვს ყველა საშუალება, თითქმის გარანტირებულად გადავარჩინოთ ეს პაციენტი დამძიმებას, რეანიმაციაში მოხვედრასა და სიკვდილს“, – აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.

სპეციალისტების განცხადებით, სიკვდილიანობის მზარდ ტენდენციას კლინიკაში დაგვიანებული მიმართვა და ვაქცინაციის უგულებელყოფა იწვევს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 814 097 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 755 229, გარდაიცვალა 11 553 პაციენტი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,969 ნახვა
%d bloggers like this: