ex-sticky პოლიტიკა

ლომჯარია ამბობს ტყუილს და ნიკა გვარამიასა და ნოდარ მელაძის პრაქტიკის შესაბამისად მანიპულირებს

Nusagi

სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტის შემბღალავი ნინო ლომჯარია “ნაცების” სტილში მანიპულირებს,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექპსერტი გია აბაშიძე წერს.

„ლომჯარია უსირცხვილოდ აცხადებს, რომ თურმე სტრასბურგის სასამართლოს 19 ნოემბერს გამოუცია დროებითი ღონისძიება და სწორედ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე მითითებით, მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური მკურნალობის მიწოდება დაუვალებია სახელმწიფოსთვის.

სინამდვილეში, სტრასბურგიდან მიღებული წერილის გამოქვეყნებამდე 6 საათით ადრე, იუსტიციის სამინისტრომ მსჯავრდებულ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ამასთან, იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განმარტებით, აღნიშნულ წერილში სტრასბურგის სასამართლომ მომჩივანს შიმშილობის „დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა“, ხოლო საქართველოს მიუთითა, რომ მკურნალობის პროცესში გაეთვალისწინებინა ექიმთა ჯგუფის მიერ 17 ნოემბერს გამოცემული მოსაზრება.

„სასამართლომ, აგრეთვე, დააზუსტა, რომ ორივე მხარის მიმართ დაკისრებული ღონისძიებები იყო ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და უპირობო, რითაც მიანიშნა მომჩივანი, რომ შიმშილობის შეწყვეტისთვის რაიმე წინაპირობის დაწესება დაუშვებელი იყო“.

ძამაშვილის განცხადებით, სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს უკვე ორჯერ გაუგზავნა შუალედური ინფორმაცია და საბოლოო ინფორმაცია გაიგზავნება დათქმულ ვადაში.

უდიდესი სირცხვილია, როცა შერჩევითად სახალხო დამცველი ლომჯარია ამბობს ტყუილს და იყენებს მანიპულაციებს ნიკა გვარამიასა და ნოდარ მელაძის “საუკეთესო პრაქტიკის” შესაბამისად!“,-წერს გია აბაშიძე.

ცნობისთვის, ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას  ვარაუდით, ხელისუფლებამ იცოდა, რომ სტრასბურგის სასამართლო მეორე დროებითი ღონისძიების გამოსაცემად ემზადებოდა.

„მტკიცებულებები არ მაქვს და არ ვიცი, როდის მიიღო ხელისუფლებამ ოფიციალური დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოსგან, თუმცა, ვვარაუდობ, მათ იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა მეორე დროებითი ღონისძიების გამოსაცემად. როგორც ჩანს, სააკაშვილის ადვოკატებს წარდგენილი ჰქონდათ სასამართლოში სახალხო დამცველის ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნა. შესაბამისად, ვფიქრობ, მაღალი ალბათობა იყო იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. რეალურად, იცოდნენ, რომ სასამართლო ექსპერტიზის გადაწყვეტილებას დაეყრდნობოდა“,-განაცხადა ლომჯარიამ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,844 ნახვა
%d bloggers like this: