პოლიტიკა

სააკაშვილის პირადი ექიმის და მეგობრების სურვილებს, რომ თავის ტკივილის გამო კურორტზე გავუშვათ, სერიოზულად არავინ შეხედავს

Nusagi

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კითხვები მოხსნილია.

“სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით მგონი დასრულდა ყოველგვარი სპეკულაციები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უზრუნველყოფილია სახელმწიფოს და შესაბამისი უწყებების მიერ და ამაზე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს.

რაც შეეხება მისი პირადი ექიმის და მეგობრების სურვილებს, რომ სააკაშვილს რამდენჯერაც თავი ატკივდება, იმდენჯერ დასასვენებლად სადღაც კურორტზე უნდა გავაგზავნოთ, ამას ბუნებრივია, არც ერთი ჩვენი მოქალაქე და არც სხვა სერიოზულად არ შეხედავს. ის როგორც პატიმარი მიიღებს სრულყოფილ სამედიცონო მომსახურებას, მაგრამ მოიხდის სასჯელს, როგორც აქვს მისჯილი სასამართლოს მიერ,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,497 ნახვა
%d bloggers like this: