უცხოური მედია

„ასეთ საქმეზე უკრაინაში ციხეში ვერავინ მოხვდება“ – ევგენი გრუშოვეცი მიხეილ სააკაშვილზე

Nusagi

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატის ევგენი გრუშოვეცის თქმით, სააკაშვილის საქმე პოლიტიკურია და ასეთ საქმეზე უკრაინაში ციხეში არავინ ზის.

როგორც გორის ჰოსპიტალთან გრუშოვეცმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა მისთვის მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა შემდგომი გეგმების განხილვის მიზნით.

„კარგია, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება მოგვცეს, რადგან ამ გზით უკეთ შევძლებთ გავარკვიოთ თუ როგორ დავეხმაროთ მას. მივიჩნევ, რომ ეს პოლიტიკური საქმეა. ასეთ საქმეზე უკრაინაში ციხეში ვერავინ მოხვდება. 

ჩემთან მნიშვნელოვანი იყო მიხეილთან შეხვედრა, რომ განგვეხილა შემდგომი გეგმები. დახმარების სხვადასხვა გზა არსებობს, თუმცა მის გარეშე ვერ გადავწყვეტთ“, – აცხადებს ადვოკატი. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,392 ნახვა
%d bloggers like this: