ex-sticky უცხოური მედია

აშშ-ში სხვადასხვა მაღაზიებს მაროდიორები ჯგუფურად ესხმიან თავს

Nusagi

ბოლო 3 დღის განმავლობაში აშშ-ს რამდენიმე შტატში სხვადასხვა მაღაზიებზე ჯგუფური თავდასხმები განხორციელდა. ამის შესახებ  CBS იუწყება.

კალიფორნიაში მძარცველები ჰეივორდის ცენტრში შეცვიცდნენ და მაღაზია Lululemon -დან მთლიანად გაზიდეს საქონელი. 

თვითმხილველთა თქმით, ჯგუფი 30-40 ადამიანისგან შედგებოდა,  ნაწილი მალე გავიდა, 15-მდე ადამიანი უფრო დიდხანს დარჩა, ზოგი კი, ისევ უკან დაბრუნდა საქონლის წასაღებად.

მაღაზია Sam’s Jewelers-თან მდებარე კაფეს თანამშრომლები აცხადებენ, რომ მძრაცველები ახლომდებარე მაღაზიებშიც შევარდნენ. ბევრმა ჟალუზების ჩამოწევა მოასწრო და გადარჩა. მათივე თქმით, დაინახეს თუ არა, მძრაცველები, კაფეში ჩაიკეტნენ და კარებზე ბარიკადები მოაწყეს.

„სრულიად დაუცველად გვრძნობ თავს“,-ამბობს სავაჭრო ცენტრის თანამშრომელი. მისი თქმით, ეს იყო ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც არანაირი გრძნობა და ემოცია არ გააჩნია. 

სან-ფრანცისკოში მძრაცველები თავს დაესხნენ მაღაზია Louis Vuitton-ს. ასევე Nordstrom-ს, სადაც თავდამსხმელებმა მყიდველებს და მაღაზიის თანამშრომლებს ნამდვილი ტერორი მოუწყეს. თვითმხილველთა თქმით, ჯგუფი დაახლოებით 80 ადამიანისგან შედგებოდა. მათ ქუჩაში რამდენიმე ავტომობილი ელოდებოდა. მძარცველებმა მაღაზიის სტუმრებს წაართვეს ჩანთები და თაროებიდან ჩამოიღეს ყველაფერი, რისი წაღებაც შეიძლებოდა. დაშავებულია მაღაზიის თანამშრომელი. 

სამართალდამცველები ქუჩის ვიდეოკამერების საშუალებით ცდილობენ, მიაგნონ თავდამსხმელებს. ჯერჯერობით დაკავებულია 3 ადამიანი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,392 ნახვა
%d bloggers like this: