Uncategorized

გია გაბრიჭიძე: მართალია პრემიერი, გვყავს ჩვენ ნამდვილი მეგობრები, არა რომელიმე პარტიის, არამედ საქართველოს მეგობრები და მათთან ნამდვილად ვითანამშრომლებთ

Nusagi

ექსპერტი გია გაბრიჭიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ მისთვის არ არის საინტერესო რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი და მით უმეტეს ჩვენი მოსახლეობისთვის არ უნდა იყოს საინტერესო.

გაბრიჭიძე აღნიშნავს, რომ ნამდვილად უინტერესოა იმ პარტნიორების განცხადებები, რომლებიც თავიანთი მიკერძოებული შეფასებებით მოქმედებენ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და საქართველო ითანამშრომლებს მხოლოდ ნამდვილ მეგობრებთან, რომელიც ჰყავს.

„ირაკლი ღარიბაშვილი – რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი, არ არის საინტერესო ჩემთვის, მით უმეტეს, მოსახლეობისთვის არ უნდა იყოს საინტერესო. ამ განცხადებას რამდენიმე ე.წ. დასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსის გარდა მთელი საქართველოს მოსახლეობა ეთანხმება. ეთანხმება არა იმიტომ, რომ პარტნიორებისა და მეგობრების რჩევები უინტერესოა, არამედ იმიტომ რომ ნაცების მიერ დათრეული ვიღაც ტიპები, რომლებიც მეგობრული ურთიერთობის ნაცვლად აშკარად ემხრობიან ანტიქართულ, ანტიცივილურ ძალას და თავიანთი მიკერძოებული გამონათქვამებით ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს. ასე რომ მართალია პრემიერი და გვყავს ჩვენ ნამდვილი მეგობრები, არა რომელიმე პარტიის, არამედ საქართველოს მეგობრები და მათთან ნამდვილად ვითანამშრომლებთ“, – წერს გია გაბრიჭიძე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,418 ნახვა
%d bloggers like this: