საზოგადოება

„კორონავირუსი ექსპერიმენტულმა საღეჭმა რეზინმა შესაძლოა, 95%-ით შეაჩეროს”-გიორგი ფხაკაძე

Nusagi

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი კვლევის შესახებ წერს. 

მისი თქმით, ექსპერიმენტულმა საღეჭმა რეზინმა შესაძლოა, კორონავირუსის გავრცელება შეაჩეროს. 

„როგორც ვამბობდი, პროგრესი წინ მიდის. ამის გარდა, კიდევ ბევრი საინტერესო, საიმედო და სასიხარულო ამბები გვექნება მსოფლიოს სამეცნიერო ცენტრებიდან.

ბევრი ადამიანი არ იცრება, ვინაიდან, უბრალოდ, ეშინია. მესმის და ეს გასაგებია, ეს ნორმალურია. და ზუსტად ამერიკაში ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, ექსპერიმენტულმა საღეჭმა რეზინმა, (არ მოგესმათ, საღეჭი რეზინი), რომელსაც, რა თქმა უნდა, აქვს გარკვეული თვისებები, შესაძლოა 95%-ით შეაჩეროს კოვიდის ვირუსი, როცა ადამიანი ლაპარაკობს და ახველებს. ეს არის ექსპერიმენტული, პირველი ეტაპი, მაგრამ საკმაოდ საიმედო შედეგებია.

მჯერა, რომ 2022 წელი იქნება კოვიდის კონტროლის წელი და ჩვენ „კაცობრიობა“ შევძლებთ მის კონტროლს“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,497 ნახვა
%d bloggers like this: