ex-sticky პოლიტიკა

სააკაშვილის ფსიქოლოგიური განწყობა არის ძალიან მძიმე, ადამიანი ძალიან დათრგუნული და შეცვლილია

Nusagi

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მისი შვილი ფერმკრთალია და კიდევ ერთი კილო აქვს დაკლებული.

ალასანია ამბობს, რომ სააკაშვილის ფსიქოლოგიური განწყობა არის მძიმე, რადგან ტრავმა გადაიტანა.

„ეს არის ძალიან თვალშისაცემი და იმიტომ ილაპარაკა ალბათ ადვოკატმაც. ადამიანი არის რაღაც დათრგუნული, არ არის ის ძველებური ადამიანი, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ. აუცილებელი გზავნილი, იმისი კი არა, ეს ჩემი სურვილია, რომ იყოს ადამიანი თავისუფალი და ჩვენ, ყველამ – თქვენ, ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ უნდა იმოძრაოს იმაზე, რომ როგორმე ეს ადამიანი გავიყვანოთ თავისუფლებაზე, სხვა გამოსავალი არ არის, ახლა მე, მაგალითად, გაოგნებული ვარ იცით რით? გუშინ უცებ მოვისმინე ერთი ბრძენი ადამიანის ასეთი განცხადება, რომ თურმე, ნუ იტყვი და აი, ამისმა 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა თურმე ოპოზიციური მოძრაობა, წარმოგიდგენიათ? სადმე ვინმეს გაუგია ასეთი ისტორიული ფაქტი, რომ გმირის გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას? ასეთი რამე გაუგია ვინმეს? აი, ასეთ მდგომარეობაში ვართ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

„მე არ ვიცი, ოპოზიციაშია თუ ვინ არის ეს ადამიანი, მაგრამ მოვისმინე ეს აზრი“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

„მე არ ვიცი გზები, მე ვიცი, რომ მთელი საზოგადოების აქტიურობა არის საჭირო და დაუყოვნებლივი აქტიურობა, არავითარი შესვენება, როგორც გუშინ ის ადამიანი მოგვიწოდებდა, რომ თურმე საზოგადოება ისე დაიღალა ამის შიმშილობით, რომ ახლა უნდა წამოწვნენ მხართეძოზე და დიდხანს დაისვენონ, ასეთი რამე არ გამიგია“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

გიული ალასანიას თქმით, მეტყველების მხრივ მის შვილს პრობლემა არ აქვს.

„ლაპარაკობს, როგორ არა, მაგრამ იცით, რა – მთლიანობაში არის ადამიანი ძალიან შეცვლილი. უჭირს სიარული, ესეც არის, რომ სიარული აშკარად უჭირს“, – განაცხადა მედიასთან საუბრისას გიული ალასანიამ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,192 ნახვა
%d bloggers like this: