ჯანდაცვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მუშაობის 2 წლის ანგარიშს წარადგენს

Nusagi

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მუშაობის 2 წლის ანგარიშს წარადგენს. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა.

ანგარიშის მთავარი თემა ახალი კორონავირუსის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები, გადამდები დაავადებებით განპირობებული ავადობის, შეზღუდული შესაძლებლობების და სიკვდილიანობის შემცირება, ლაბორატორიის საქმიანობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელექტრონული ინფორმაციული სისტემების კიდევ უფრო განვითარებაა.

თავის გამოსვლაში მინისტრმა ყურადღება ცენტრის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა. უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების საქმეში ცენტრის მიერ განხორციელებულ იქნა ეფექტური აქტივობები.

„მას შემდეგ, რაც კორონავირუსი მსოფლიო მასშტაბითაა გავრცელებული, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის როლი კარგად დავინახეთ. ვთვლი, რომ ამ მიმართულებით ცენტრის კიდევ უფრო გაძლიერება მნიშვნელოვანია. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დაავადების კონტროლის ცენტრმა 2 წლის ანგარიში წარადგინა. რა გააკეთა, რას აპირებს სამომავლოდ და რა არის მათი მთავარი ამოცანა. კითხვები, რომლებიც დღეს აქ დაისმება, ჩვენ სამომავლო სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარება“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,412 ნახვა
%d bloggers like this: