ეკონომიკა

კვლევის მიხედვით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში , რომელსაც დემოკრატიული სტატუსი აქვს

Nusagi

პროგრესი, რომელიც ქვეყანამ ბოლო წლებში განიცადა დემოკრატიზაციის კუთხით, კიდევ ერთი საერთაშორისო კვლევით დასტურდება. ეს კვლევა იმითაც არის აღსანიშნავი, რომ მას აქვეყნებს დემოკრატიის კვლევის წამყვანი ცენტრი მსოფლიოში- ორგანიზაცია “ დემოკრატიის ვარიაციები”, რომელიც ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” ეფუძნება,-ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ საქართველო დემოკრატიული სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის დემოკრატიის გრძელვადიანი (2010-2020 წწ) გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.

„ქვეყანას განსაკუთრებულად გაუმჯობესებული აქვს დემოკრატიზაციის შეფასების ორივე წამყვანი მახასიათებელი, – თავისუფლება წამებისგან(freedom from torture) და გამოხატვის თავისუფლება( freedom of expression).

კვლევის მიხედვით, საქართველო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი აქვს, კერძოდ კი მიეკუთვნება “ელექტორალური დემოკრატიის” ქვეყნების ჯგუფს.საქართველოს გარდა ყველა მისი მეზობელი ქვეყანა ავტოკრატიული რეჟიმების სხვადასხვა ვარიაციების სტატუსით, კერძოდ, ელექტორალური და დახურული ავტოკრატიით კლასიფიცირდება. ეს თაბაბრად ეხება თურქეთსაც, სასომხეთსაც, აზერბაიჯანს, ირანს, რუსეთსაც და ყაზახეთსაც.

საქართველოს ჯგუფში გადიან აღმოსავლეთ ევროპის ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ლიტვა, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ხორვატია და უნგრეთი. დიდწილად სწორედ ამ კარგი რეიტინგების გამო მოხდა საქართველოს მიწვევა 2 დეკემბერს დემოკრატიის სამიტზე, აშშ- ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ და ვფიქრობ, წერტილიც დაესვა სპეკულაციებს, რომ საქართველო ამერიკის და ევროპის ორბიტაზე აღარ არის და ავტორიტარული და არადემოკრატიული ქვეყანა ვართ.ეს ფაქტებიც აჩვენებს, თუ რამდენად არის აცდენილი ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილი და პირველ რიგში “ნაციონალური მოძრაობა” აცდენილი რეალობას, როდესაც მათივე მხარდაჭერილი პარტიული მედიით ხელაღებით მიდის მტკიცება თითქოს ქვეყანა ავტორიტარიზმისაკენ და ავტოკრატიისაკენ იყოს გადახრილი“,-წერს გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,497 ნახვა
%d bloggers like this: