კრიმინალი

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და ელგუჯა ბაგრატიონი გამოიკითხებიან

Nusagi

ბათუმში ნაციონალური მოძრაობის წევრების პოლიციაში გამოკითხვის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი გააკეთეს და განაცხადეს, რომ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამჟამად გამოკითხვაზე დაბარებული არიან გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და ელგუჯა ბაგრატიონი.

„ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე წლის 18 ნოემბერს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულ იქნენ გარდაცვლილი ოჯახის წევრები, რომლების ფლობდნენ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. საქმეზე ტარდება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიერ მედიაში აუდიო ჩანაწერების გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით , აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე დაბარებული არიან: გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და ელგუჯა ბაგრატიონი,” – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,267 ნახვა
%d bloggers like this: