„რუსულ მხარეს საქართველოში შიდა პოლიტიკური სიტუაციის ნორმალიზების იმედი აქვს“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს მიერ საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მომავალი შეხვედრის შესახებ
რუსეთი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ხელს შეუწყობს ქვეყანაში შიდაპოლიტიკური ვითარების ნორმალიზებას, ანტირუსული გამოვლინებების შეწყვეტასა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენის პროცესს.
მოსკოვში ასევე აცხადებენ, 2021 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული სამუშაო შეხვედრის შედეგებით, ვერხნი ლარსი-ყაზბეგის საგუშაგოზე ტვირთების გადაზიდვის ოპტიმიზაციით, კმაყოფილები არიან.
მოსკოვში იმედოვნებენ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის კოოპერაცია მომავალშიც გაგრძელდება.
გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შემდეგი შეხვედრა 2022 წლის გაზაფხულზე უნდა შედგეს.