ex-sticky პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის ახალი წერილი გავრცელდა

Nusagi

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს და მხარდამჭერებს დეკემბერში “საერთო ეროვნული აქციის” გამართვისკენ მოუწოდებს.

“მოგიწოდებთ მრავალი სხვადასხვა აქციისკენ და უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი საერთო ეროვნული აქცია დეკემბერში. 29-ში ჩანიშნულ “სასამართლო” პროცესზე გთხოვთ, რომ შეიკრიბოთ სასამართლოსთან. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა პირდაპირი მიმართვის ბოლო ორ თვეში. ყველამ ვიცით, რომ სასამართლო ფარსია, მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი შეხვედრის ადგილად”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, იმედი აქვს, რომ მისი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი უახლოეს დღეებში შეიქმნება  მისი გათავისუფლების მიზნით, საინიციატივო ჯგუფი.

“რაც შეეხება ჩემს გუშინდელ პოსტს – მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება ჩემი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი. ამავე დროს, ველი და ზუსტად ვიცი, რომ ამ მიმართულებით ისეთივე ძალით გააგრძელებს აქტიურობას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, მადლობელი ვარ სხვა პარტიების და პიროვნებების მხრიდან აქტიურობის და ეს გარდაუვლად გამოიწვევს საზოგადოების ფართო ფენების აქტიურობის ტალღას”, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,969 ნახვა
%d bloggers like this: