Uncategorized

„სააკაშვილის შეწყალების საკითხი არა პრეზიდენტის, არამედ, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“ – ადვოკატი

Nusagi

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, პატიმრის გათავისუფლების უმოკლესი გზა პრეზიდენტის მიერ მისი შეწყალება იქნება, რაც არა სალომე ზურაბიშვილის, არამედ ქართველო ხალხის გადასაწყვეტია.

„ეს უნდა იყოს და იქნება ქართველი ხალხის გადასაწყვეტი და თუ ქართველი ხალხი ამას დააფიქსირებს, სალომე ზურაბიშვილი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ადვოკატმა.

როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია სააკაშვილთან შესვლის უფლება მიეცეთ ცენტრ „ემპათიის“ წარმომადგენლებს. 

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩვენ ვეყრდნობით ბატონი ნიკა ყიფშიძისა და კონსილიუმის წევრების განცხადებებს. ამავდროულად მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შესაძლებლობა მიეცეთ ცენტრ „ემპათიის“ წევრებს, რომლებიც არიან მაღალკვალიფიციური და დიდი რეპუტაციის მქონე სპეციალისტები.

რაც შეეხება გამოთქმულ ინიციატივებს, ამ დროისთვის ამაზე სამართლებრივი პროცედურა დაწყებული არ გვაქვს, თუმცა თუ იქნება სპეციალისტების შესაბამისი დასკვნა, სამართლებრივადაც შესაბამის ფორმას მივცემთ“, – აღნიშნა ბექა ბასილაიამ.  

მისი თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუწყობს ხელს, დაცვის მხარის მოტხოვნა იქნება რომ ის 29 ნოემბრის სასამართლო პროცესს დაესწროს. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,916 ნახვა
%d bloggers like this: