ex-sticky მედიცინა

სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, რომ დღეში ერთმა, ორმა ან სამმა დეპუტატმა ნახოს

Nusagi

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილი მკურნალობას შეწყვეტს თუ დეპუტატებს მასთან შესვლის საშუალება არ მიეცემათ.

მისი თქმით, სააკაშვილი დღეში ერთმა, ორმა ან სამმა დეპუტატმა მაინც უნდა მოინახულებს, რადგან ეს მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

„პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გვითხრა, რომ ის ნამდვილად შეწყვეტს მკურნალობას ხვალ დილიდან, თუ არ შეუშვებენ დეპუტატებს. პირდაპირ გეუბნებით, ეს იქნება კატასტროფა, მაშინ თავიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი. ასევე გეტყვით, რომ მისი სრული იზოლაციაც ძალიან ცუდია მისი ჯანმრთელობისთვის, ასე არ შეიძლება. სრული იზოლაცია მისი ჯანმრთელობისთვის არ არის კარგი, მას ახლა ნახულობენ უამრავი ექიმები, მაგრამ ის ადამიანები, ვისი ნახვაც უნდა და ვისთანაც უნდა ლაპარაკი, ის პრაქტიკულად არ არის. მე არ ვიქნები წინააღმდეგი, რომ ერთმა, ორმა ან სამმა დეპუტატმა დღეში ნახოს, ადვოკატი ადვოკატია, პირადი ექიმი პირადი ექიმია, ოჯახის წევრი ოჯახის წევრია, კარგია, რომ შესაძლებლობა აქვს ნახონ ეს ადამიანი, მაგრამ ურთიერთობა ხომ უნდა ადამიანებთან.

ზოგადი მდგომარეობა არ შეცვლილა გუშინდელს შემდეგ, რეფიდინგის პროცესი მიდის კარგად. მაგრამ კიდევ არის ბევრი, უამრავი სხვა პრობლემა, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს უახლოეს ხანში, ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ. ფსიქოლოგების კონსულტაცია აუცილებელია, ცენტრ “ემპათიას” ექიმები ვერაფრით ვერ მოხვდნენ, იმედია ხვალ მაინც შევლენ“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,366 ნახვა
%d bloggers like this: