Uncategorized

უკრაინის ხელისუფლებას კიევში სააკაშვილი არ სჭირდება – გორდონი

Nusagi

უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილი ისევ არ სჭირდება. ამის შესახებ უკრაინელმა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა

„მე უკრაინის ხელისუფლებისგან მეტ რეაქციას ველოდები. დღევანდელი პასიური რეაქცია უფრო მოვალეობის მოხდას ჰგავს. უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილი კიევში არ სჭირდება. ეს მეც მესმის და ყველას ესმის. ის მუდმივი დაძაბულობის ფაქტორია უკრაინის ხელისუფლებისთვის. როდესაც ადამიანი ტოქშოუში გამოდის და ჰყვება, რომ უკრაინის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 37 მლრდ დოლარს იპარავენ და აჩვენებს სად და როგორ ხდება ეს, გასაგებია, რომ უკრაინის ხელისუფლება მის მიმართ თბილ გრძნობებს არ  განიცდის. მაგრამ უკრაინის ხელისუფლებას უნდა ესმოდეთ, რომ სააკაშვილის გადარჩენით, თუ მერე მათ რამე მოუვათ, მათაც გადაარჩენენ და თუ არ გადაარჩენენ სააკაშვილს, მაშინ მერე მათაც არავინ დაეხმარება“ – ამბობს გორდონი. 

„საერთაშორისო თანამეგობრობის ასეთი პასიური რეაქცია იმ ადამიანის დაკავებაზე, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი იყო და რომელმაც ქვეყანა ნანგრევებიდან ააშენა, კარგად არ მეტყველებს საერთაშორისო თანამეგობრობაზე. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა აჩვენოს საქართველოს ხელისუფლებას, რომ თუ ის სააკაშვილს ციხეში დატოვებს და მით უმეტეს მას აბუჩად აიგდებს, ბევრად უფრო მეტს დაკარგავს, ვიდრე თუ სააკაშვილს უკრაინას გადასცემს“ – ამბობს დიმიტრი გორდონი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,577 ნახვა
%d bloggers like this: