საზოგადოება

1 623 თბილისი, 822 იმერეთი – ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

Nusagi

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 52 987 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 331 ახალი შემთხვევა.

 ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  826 714-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.17%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.06% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.06%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 804 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 768 559.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 736 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 331 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი – 1 623

⭕ აჭარა – 184

⭕ იმერეთი – 822

⭕ ქვემო ქართლი – 245

⭕ შიდა ქართლი – 428

⭕ გურია – 86

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი – 326

⭕ კახეთი – 311

⭕ მცხეთა-მთიანეთი – 140

⭕ სამცხე-ჯავახეთი – 133

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 393 საიდანაც: 6 523 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 575, აჭარაში – 506, იმერეთში – 1 404.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 670 პირი, მათ შორის, თბილისში – 662, აჭარაში – 126, იმერეთში – 504. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 377 პირი,  მათგან თბილისში – 210, აჭარაში – 42, იმერეთში – 39.

1 148 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 723 – თბილისში, 247 – აჭარაში. 38 722 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,335 ნახვა
%d bloggers like this: