პოლიტიკა

ბათუმის საკრებულოს შენობასთან აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ

Nusagi

ბათუმის საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქტივისტების განმარტებით, ადმინისტრაციულ უწყებაში სხდომები საჯაროა და უფლება აქვთ, რომ სხდომას დაესწრონ. მათივე თქმით, დღეს არ დაიშლებიან და აღნიშნული სხდომა ჩაიშლება.

 აქციის მონაწილეები პოლიციელებს შეძახილებით „მონებო“ მიმართავენ. მათი განცხადებით, სამართალდამცავები ძალადობის გზით ცდილობენ აქციის დაშლას.

არსებული ინფორმაციით, აქციაზე სამი ადამიანია დაკავებული.

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა მირდატ ქამადაძემ საკრებულოს სხდომათა დარბაზში სპეციალური ხსნარი გაუშვა, რის გამოც სხდომა შეწყდა.

ქამადაძის განმარტებით, აღნიშნული ხსნარი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა მისი სუნის გამო, დეპუტატებს დარბაზის დატოვება უწევთ.

მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ ეს არის ანტისახელმწფოებრივი ქმედება და ოპოზიცია ყველანაირ პროვოკაციას აწყობს ქულების დასაწერად.

დღეს საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს კენჭს უყრიან. ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს „წინა მოწვევის საკრებულოს“, სადაც მმართველ გუნდს უმრავლესობა აქვს, კანონდარღვევით მიაღებინოს მომდევნო წლის ბიუჯეტი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,412 ნახვა
%d bloggers like this: