ex-sticky სამართალი

ლევან იოსელიანი მოსამართლეობის კანდიდატს: გვიჩიანს და ჩემიას უვადო პატიმრობა მიუსაჯეთ, შემდეგში ისინი გამართლდნენ, იმსახურებთ უვადო მოსამართლეობას?

Nusagi

გია გვიჩიანს და ნიკა ჩემიას უვადო პატიმრობა მიუსაჯეთ, შემდეგში ეს ადამიანები გამართლდნენ, მათ ციხეში 11 წელზე მეტ ხანს მოუწიათ ყოფნა. შეიძლება მოხდეს შეცდომა, მაგრამ თვლით, რომ როცა ასეთი მძიმე შეცდომა აქვს დაშვებული მოსამართლეს, ვისი გადაწყვეტილებითაც 11 წელი მოუწიათ უდანაშუალოდ ციხეში ჯდომა, იმსახურებს უზენეაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობას? – ამ შეკითხვით „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ნინო სანდოძეს მიმართა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, მტკიცებულებები გაყალბებული იყო და სწორედ აღნიშნული საფუძვლით მოხდა საქმის ხელახალი განხილვა და მათი გამართლება. სადნოძემ კი, უპასუხა, რომ მას „შეცოდმა არ დაუშვია“.

„შეკითხვა ვფიქრობ, რომ არასწორად არის ფორმულირებული, იქიდან გამომდინარე, რომ მოსამართლეს ამ საქმეზე შეცდომა არ დაუშვია და განგიმარტავთ რატომ.

„2017 წელს ჩატარებული ახალი გამოძიებით გამოიკვეთა ახალი მტკიცებულებები, რომლებმაც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში გამოიწვია ის, რომ ეს განაჩენი გადაისინჯა. თქვენ მიუთითეთ – „მოსამართლე, რომელსაც ასეთი შეცდომა აქვს დაშვებულიო“ – არც ერთი პროცენტით არ ვთვლი, რომ მე შეცოდმა დავუშვი ამ საქმეზე . არსებობდა უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც გამოვიდა გამამტყუნებელი განაჩენი, ეს განაჩენი იმ წლებში გადასინჯა სააპელაციო სასმართლოს სამმა მოსამართლემ, უზენაესი სასამართლოს სამმა მოსამართლემ“, – განაცხადა სანდოძემ, რასთან დაკავშირებითაც მას იოსელიანმა უპასუხა, რომ „საქმეც იმაშია, რომ ეს საქმეები იმ წლებში გადაისინჯა“.

„არ დამისრულებია, 6-მა მოსამართლემ გადასინჯა იმ წლებში და არც ერთს არ უთქვამს, რომ აქ არ იყო დანაშუალის შემადგენლობა და მოსამართლემ შეცდომა დაუშვა. თქვენ ვერ მეტყვით, რომ სტრასბურგის სასამართლომ რაიმე უფლებების დარღვევა დაადგინა სამართალწარმოების პროცესში“, – განაცხადა მოსამართლეობის კანდიდატმა, რის შემდეგაც დეპუტატმა აღნიშნა, რომ ის „საქმის განხილვაში ვერ შევიდოდა, რადგან ეს ფორმატი ამის საშუალებას არ იძლეოდა“.

ამასთან, იოსელიანმა ნინო სანდოძეს მის მიერ განხილულ სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც მიმართა კითხვებით.

„2011 წლის 26 მაისის მონაწილეების საქმეები თქვენ გაქვთ განხილული, ისინი პარლამენტმა პოლიტიკურ პატიმრებად აღიარა. თქვენ არ გიქმნით უხერხულობას, რომ ის ადამიანები, რომელთა მიმართაც გამამტყუნებელი განაჩენი გაქვთ გამოტანილი, შემდეგში პოლიტიკურ პატიმრებად ცნეს?“

„განაჩენი არ ყოფილა, ეს იყო ადმინისტრაციული წარმოება, ამ საქმეებიდან არც ერთის მიმართ საპატიმრო სახდელი არ განმისაზღვრავს და ყველა მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას აღიარებდა. ეს პირები, ვის მიმართაც ადმინისტრაციული წარმოება განვიხილე, არც ერთის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა არ გამომიყენებია და როგორ ითვლებიან, ვერ გავიგე“, – აღნიშნა სანდოძემ, რასთან დაკავშირებითაც დეპუტატმა კვლავ კითხვით მიმართა.

„პატიმრობა არ გამოგიყენებიათ, მაგრამ ხომ არ გაგიმართლებიათ ეს ადამიანები თქვენ?“ – განაცხადა იოსელიანმა.

„ყველა მათგანი ადმინისტრაციული სახედელის ჩადენას აღიარებდა, მე რამდენიმე განვიხილე მხოლოდ“, – უსასუხა მოსამართლეობის კანდიდატმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,366 ნახვა
%d bloggers like this: