რუსეთში, კემეროვოს ოლქში, მაღაროში მომხდარი ავარიის შედეგად, 52 ადამიანი დაღუპულად გამოცხადდა, მათ შორის მაღაროელების საშველად მისული მაშველთა ჯგუფის წევრები. როგორც სააგენტო ТАСС იუწყებოდა, ცხედრების გამოყვანa მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდება, რაც შახტში მდგომარეობა დასტაბილურდება.
პრესაში დაღუპული მაშველების ფოტოები გამოქვეყნდა, ოჯახებმა სამძიმარი მიიღეს, თუმცა დილით ცნობილი გახდა, რომ ჯგუფის უფროსის მოადგილემ, 51 წლის ალექსანდრ ზაკოვრიაშინმა ზედაპირზე ამოსვლა დამოუკიდებლად მოახერხა.
ის შახტში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა. ამჟამად მისი მდგომარეობა შეფასებულია, როგორც საშუალო სიმძიმის. მაშველს გონება არ დაუკარგავს. აღენიშნება გამონაბოლქვით მოწამვლა და სხეულის გადაციება.
Facebook Comments Box