ex-sticky პოლიტიკა

არ ვაპირებთ გულხელდაკრეფილი ლოდინს, ციური მანანა როდის გაათავისუფლებს მიხეილ სააკაშვილს

Nusagi

თუ არ ხარ მიკერძოებული, ნებისმიერი ადამიანის გასაგონად შეიძლებოდა მეთქვა, აუცილებლად ითხოვ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, იმიტომ, რომ ის არის ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და ღარიბაშვილ-ივანიშვილ-მურუსიძეს ჰყავს დატყვევებული, რომელიც ვერასოდეს იპოვის სამართალს, რადგან სამართლიანი სასამართლო არ არსებობს, -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სამართლიანი სასამართლო „არ არსებობდა ასე უნდა ითქვას და არ არსებობს ახლაც“.

ნიკა მელია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლა იქნება ბოლომდე და ამ ყველაფრის განხორციელებისთვის წარდგენილი იქნება ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული კონკრეტული გეგმა, რომელიც დაუკავშირდება ახალ არჩევნებს და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს.

„ამ ყველაფერს სჭირდება გარკვეული დრო, ნუ იჩქარებთ. მთავარია, რომ უწყვეტი ბრძოლა გრძელდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ 2-3 დღე აქცია შეიძლება არ ჩატარდეს, ვიღაცა წავიდა სადღაც სხვა საქმის საკეთებლად, არავითარ შემთხვევაში. ბრძოლა დაიწყო იმ დღიდანვე და იმ წუთიდანვე, როდესაც რეჟიმმა ჩაიდინა ის, რაც ჩაიდინა, გააყალბა, მიიტაცა არჩევნები და სახელმწიფო მძევლად აიყვანა მიხეილ სააკაშვილი. ვიდრე ეს ორი მოცემულობა არ შეიცვლება და არ მოწესრიგდება ორივე მხრივ მდგომარეობა, არავინ, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობა“, არც ერთი მისი ამომრჩეველი და პარტიის წევრი არ აპირებს გულხელდაკრეფილი ლოდინს, ციური მანანა როდის გაათავისუფლებს მიხეილ სააკაშვილს, ან დაგვინიშნავს ახალ არჩევნებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,197,423 ნახვა
%d bloggers like this: