ex-sticky პოლიტიკა

ნაცები ჩვენს აკრძალვას ითხოვენ, გვახსოვს, როგორი მხეცური მეთოდებით მართავდნენ ქვეყანას

Nusagi

„ნაციონალური მოძრაობა“ არათუ ძალადობის პროპაგანდას ეწეოდა, არამედ მხეცური მეთოდებით მართავდა ქვეყანას და ამას შეეწირა უამრავი ადამიანი,- ასე ეხმაურება ალტ-ინფოს ჯგუფის წევრი შოთა მარტინენკო მათ მიერ დაარსებული პარტია „კონსერვატორის“ აკრძალვის შესახებ მოთხოვნას.

მისი თქმით, თუ პარტიების აკრძალვა შესაძლებელია, მაშინ ისინიც შეეცდებიან მოძებნონ 30 დეპუტატი და მოითხოვონ „ნაცმოძრაობის“ აკრძალვა.

„სასაკლაო მოაწყეს ციხეებში, სააკაშვილი პირდაპირ ნულოვან ტოლერანტობას მოითხოვდა, სულის ამოხდას გვპირდებოდნენ და მართლაც ამოხადეს უამრავ ადამიანს, ასევე გვახსოვს ორი გვამის მოთხოვნა. ამათი ეს მხეცობები ციხეებში, მიტინგებზე, ხალხზე რეპრესიები ყველას ახსოვს. ყველას ახსოვს ომის პროპაგანდა და მისი შედეგები. ამის შემდეგ უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს პირდაპირ რევოლუციური მოწოდებები, შტურმი პარლამენტზე სადაც ლიდერები თვითონ მონაწილეობდნენ და ამ ყველაფრის შემოქმედი პარტია მოძალადეებს ჩვენ გვეძახის გეი პარადის ჩაშლის გამო, მითუმეტეს ამ პერიოდში ჩვენ პარტიაც არ ვიყავით განსხვავებით მათგან, როცა მთელი მხეცობების პერიოდში პარტია იყვნენ.

ჩვენ შევეცდებით მოვძებნოთ 30 დეპუტატი და როგორც ნაცვლიშვილმა თქვა, ჩვენც კობახიძეს მივმართავთ კითხვით: ეთანხმება თუ არა, რომ მხეცური პარტია არ არსებობდეს! ხომ მოსულა პარტიების აკრძალვა? ესეიგი დასაშვები ყოფილა ამათი ლიბერალური პრინციპებიდან გამომდინარე ეგ ხომ? ანუ გამოდის იდეოლოგიური მიუღებლობის ხარჯზე პარტიის აკრძალვის მოთხოვნა შესაძლებელი ყოფილა. ჰოდა ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში მაგათ მათივე პრინციპით მივუდგებით მაგრამ მანამდეც უნდა გაკეთდეს ეს და ჩვენ შევეცდებით კიდეც. თავის დროზე იმათი არ დასჯისთვის ოცნებასაც ეკუთვნის პასუხისმგებლობა ამიტომ თუ რაიმეს გამოსწორება უნდათ, ეგ უნდა გააკეთონ. თუ ვინმე ნაცებს მოუწერს ხელს ჩვენს გაუქმებაზე, სამჯერ მეტმა უნდა მოაწეროს ხელი ნაცების გაუქმებას ” – აცხადებს შოთა მარტინენკო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,186,982 ნახვა
%d bloggers like this: