Uncategorized

ტყიბულის შახტაში, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ერთი ადამიანი ამოიყვანეს

Nusagi

მაშველებმა ტყიბულის შახტაში, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ერთ-ერთი პირი ამოიყვანეს. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფს კლინიკაში გადაჰყავს.

მიწის მასის ქვეშ მოყოლილია კიდევ ერთი ადამიანი. მისი სამძებრო-სამაშველო ამ დრომდე გრძელდება.

არსებული ინფორმაციით, კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც, შახტაში, სავარაუდოდ იმყოფებოდა ორი მოქალაქე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და განსაკუთრებულ სიტუაციებზე  რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. მობილიზებულები არიან ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს სპეციალისტები.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,955,049 ნახვა
%d bloggers like this: