ex-sticky ბიზნესი

უკრაინაში მილიარდიანი პროექტი დავხურეთ, სიტკინმა და მისმა მოადგილე გიზო უგულავამ წილი მოგვთხოვეს

Nusagi

კომპანია Тор Arab World Invest-ის დამფუძნებელმა, არაბმა ინვესტორმა რაშიო აჰმედ შარიფ სირხინდომმა ლას ვეგასში გამართულ IMEX AMERICA -ს გამოფენაზე ლოს ანჯელესის რუსულენოვან გამოცემასთან აღმოსავლეთში საინვესტიციო სფეროს პერსპექტივებზე ისაუბრა. 

ინვესტორმაVestila-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ბოლო 5-7 წლის განმავლობაში არაბ ინვესტორებში დიდი ინტერესის სფეროს წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. ბიზნესმენის თქმით, უკვე დაიწყო მასშტაბური პროექტების განხორციელება, თუმცა რამდენიმე ქვეყანაში, სადაც კორუფცია ყვავის, შეთანხმება ვერ მოხერხდა და ინვესტირების მცდელობებმა კრახი განიცადა.

არაბ ბიზნესმენს გამოცემასთან უკრაინის მაგალითი მოჰყავს, სადაც მისი კომპანია რამდენიმე მილიარდი დოლარის მსხვილი პროექტის რეალიზებას გეგმავდა, თუმცა მასთან მივიდნენ უკრაინის კორუფციასთან მებრძოლი ბიუროს წარმომადგენლები, „განსაკუთრებული ადამიანები“, რომლებმაც თავიანთი ხელმძღვანელების, არტიომ სიტნიკოვისა და გიზო უგულავასგან გზავნილი მიუტანეს. ინვესტორის თქმით, მას ულტიმატუმი წაუყენეს და უთხრეს, რომ თუ უკრაინაში ბიზნესის კეთებას აპირებს, ფულის ნაწილი მათ უნდა გადაუხადოს.

„ჩვენი ძირითადი ღირებულებებია: გამჭვირვალობა და ეფექტურობა. კარგად ვიცნობ აღმოსავლეთ ევროპას. განსაკუთრებით უკრაინას. მოგიყვებით საინტერესო ისტორიას. ცოტა ხნის წინ ვიყავი უკრაინაში, ვგეგმავდით it -სფეროსა და უძრავ ქონებაში დიდ ინვესტიციას. მეტიც, პირადად ჩავედი მოსალაპარაკებლად, რადგან მესმოდა ამ ნაბიჯის მნიშვნელობა ჩვენი კომპანიისთვის. გვინდოდა ბიზნესის განვითარება და როგორც კი შეთანხმებას მივაღწიეთ, მეორე დღეს ჩემთან მოვიდნენ „განსაკუთრებული ადამიანები“. მათ მითხრეს, რომ კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიუროდან იყვნენ დამისახელეს მათი უფროსები- გიზო უგულავა და არტიომ სიტნიკი და მითხრეს, რომ თუ მინდოდა ამ ქვეყანაში ბიზნესის წარმოება, თანხის ნაწილი მათთვის უნდა გადამეხადა. ხომ გესმით, ეს ჩვენს წესებში არ არის. უკრაინიდან წამოვედი და პროექტი დავხურე. სამწუხაროდ, ასეც ხდება ხოლმე. ესეც ჩვენი საქმის ნაწილია“,-განაცხადა ინვესტორმა. 

ცნობისთვის, გიზო უგულავა საქართველოში, პროკურატურის სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იურისტად მუშაობდა და შემდგომ ყოფილი მერის გიგი უგულავას უფლებებს იცავდა. იმ პერიოდში უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებზე რამდენიმე ქართველი დაინიშნა. მათ შორის ეკა ზღულაძე -შს მინისტრის მოადგილედ. ალექსანდრე კვიტაშვილი ჯანდაცვის მინისტრად. დავით საყვარელიძე გენპროკურორის მოადგილედ. მიხეილ სააკაშვილი კი უკრაინის პრეზიდენტის შტატგარეშე მრჩევლად(რეფორმების საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე). 2015 წელს გიზო უგულავა ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა. თავად ბიუროს ხელმძღვანელი არტიომ სიტნიკოვი კი,კონკურსის შედეგად იქნა შერჩეული.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,955,072 ნახვა
%d bloggers like this: