ex-sticky სამართალი

გია აბაშიძე მოსამართლე ორკოდაშვილზე: მოსამართლე არ უნდა იქცეოდეს თანამდებობისთვის შეუფერებლად

Nusagi

ეთიკის კოდექსის თანახმად, მოსამართლე უნდა უფრთხილდებოდეს მართლმსაჯულების პრესტიჟს და სასამართლო შენობაში თუ მის გარეთ არ იქცეოდეს სასამართლოს ავტორიტეტისა და მოსამართლის თანამდებობისათვის შეუფერებლად,-ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე მოსამართლე ლია ორკოდაშვილის ინტერვიუს, რომელიც ტვ-პირველზე, ნოდარ მელაძის გადაცემაში გავიდა.

გია აბაშიძის თქმით, აშკარაა, რომ საუბრები სასამართლო კლანზე მითებია.

„ნოდარ მელაძემ სააკაშვილის მოსამართლე, ე.წ. კლანის წევრ ლია ორკოდაშვილთან ჩაწერა ინტერვიუ. მოსამართლემ ისაუბრა იმაზე მეტი, ვიდრე მას მოეთხოვება.

ეთიკის კოდექსის თანახმად, მოსამართლე უნდა უფრთხილდებოდეს მართლმსაჯულების პრესტიჟს და სასამართლო შენობაში თუ მის გარეთ არ იქცეოდეს სასამართლოს ავტორიტეტისა და მოსამართლის თანამდებობისათვის შეუფერებლად.

ამასთან, სამოსამართლო მოვალეობის შესრულებისას მოსამართლე თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი წინასწარ შექმნილი აზრის ან შეხედულებისაგან. იგი უნდა მოერიდოს ისეთ ქცევას, რომელსაც პროცესის მონაწილენი ან საზოგადოება აღიქვამს წინასწარ შექმნილ შეხედულებად.

აშკარაა, რომ ნაცოპოზიციის მითები ე.წ. ჯიბის მოსამართლეებზე, რაღაც კლანზე რჩება მითად. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კი, უნდა მიხედოს ასეთ სტაჟიან დამრღვევებს!“,-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,175,037 ნახვა
%d bloggers like this: