ex-sticky უცხოური მედია

ისრაელი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში აღარ შეუშვებს

Nusagi

ისრაელი 14 დღის განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში არ შეუშვებს, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ამის შესახებ BBC წერს. გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელების გამო გუშინ მიიღო, დაწესდა სხვა რეგულაციებიც, რომელიც  გაფართოებულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. 

ქვეყანაში შესვლა უცხოელებს ეკრძალებათ, ხოლო ისრაელის მოქალაქეებისთვის ძალაში შევა სამდღიანი სავალდებულო კარანტინი ვაქცინირებულებისთვის, ხოლო არავაქცინირებულებს კი 7-დღიანი კარანტინი მოუწევთ. 

ისრაელში, ამჟამად, კორონავირუსის ახალი შტამის ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. ომიკრონის გამოჩენის შემდეგ ბევრმა ქვეყანამ სამხრეთ აფრიკასთან და მის მეზობელ ქვეყნებთან ავიამიმოსვლა შეზღუდა. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,186,874 ნახვა
%d bloggers like this: