მედიცინა

ნოვავაქსი „ომიკრონის“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს

Nusagi

ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია „ნოვავაქსი“ მუშაობს ვაქცინაზე, რომელიც ახალი კორონავირუსის ვარიანტის „ომიკრონის“  წინააღმდეგ ბრძოლისუნარიანი იქნება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები შეერთებულ შტატებში და მის ფარგლებს გარეთ შიშობენ, რომ ომიკრონის ვარიანტი შეიძლება იყოს უფრო გადამდები და მდგრადი ამჟამინდელი ვაქცინების მიმართ, სპაიკის პროტეინის 30 მუტაციის გამო. ეს ცილა არის რეგიონი, რომელიც ურთიერთქმედებს ადამიანის უჯრედებთან შესვლამდე. 

კომპანიის განცხადებით, ვაქცინის შემცველობაში შევა მუტირებული ცილა „ომიკრონიდან“, რისი მეშვეობითაც, ადამიანები იმუნიტეტის გამომუშავებას შეძლებენ. 

ნოვავაქსის ცნობით, ახალი ვაქცინის: დამზადებას,  დატესტვას და წარმოებას რამდენიმე კვირა დასჭირდება.

ნოვავაქსის უკვე არსებულ  ვაქცინას მიღებული აქვს საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია ინდონეზიასა და ფილიპინებში, ასევე, გავლილი აქვს ყველა საფეხური, რომ მიიღოს ინგლისის, ევროკავშირის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაციები.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,446 ნახვა
%d bloggers like this: