ex-sticky Uncategorized

რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში აშშ და ნატო სამხედრო ჩარევას არ აპირებენ

Nusagi

თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრება, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას განიხილავს. ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ არსებობს რამდენიმე სავარაუდო ნაბიჯი, რომელსაც აშშ რუსეთის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში გადადგამს. ეს შეიძლება იყოს უკრაინის მომარაგება ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით, ასევე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღება.

ნატო კი აცხადებს, რომ ევროპაში აშშ-ს სამხედრო სწავლებების რიცხვს შეამცირებს, რადგან ეს ახდენს რუსეთის პროვოცირებას, ასევე შეაჩერებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებებს.

არსებობს მოვლენების განვითარების სხვა გზაც: აშშ-ს უფრო აქტიური ჩართულობა მინსკის შეთანხმებაში- კონფლიქტის დარეგულირების კომპლექსური საშუალებები, რომელიც გულისხმობს ომის შეწყვეტის შემდეგ მხარეების განცალკევებას, ამნისტიას, ეკონომიკის აღდგენას და უკრაინაში კონსტიტუციური რეფორმების გატარებას. 

ამ ფონზე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 1 დეკემბერს სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება. მისი თქმით, გადატრიალების მზადებასთან კავშირშია უკრაინის უმდიდრესი ადამიანი ოლიგარქი რინატ ახმეტოვი. ზელენსკი ამბობს, რომ გადატრიალებას რუსეთი კურირებს. 

აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ არის ვარაუდები, რომ უკრაინაში შეიძლება გამოჩნდნენ გაუფრთხილებელი ადამიანები ან გამოჩნდეს მებრძოლთა ჯგუფი, რომლებიც შეეცდებიან გამოცადონ რუსული თავდაცვის სიძლიერე.

„იმის მოლოდინით, რომ ნატოს პოტენციალის შიშით ჩვენ მათ არ ვუპასუხებთ. მინდა ვთქვა და ცალსახად ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის ძალიან საშიში ბოდვა“, – განაცხადა დიპლომატმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,955,049 ნახვა
%d bloggers like this: