ex-sticky სოციალური ქსელები და მედია

ნათია თოიძე: ბ-ნო უკრაინის მოქალაქევ, უკვე ბევრი წელია, 1-ელ არხზე სიუჟეტებს აღარ ამონტაჟებენ პროკურორები და შსს-ს მაღალჩინოსნები, ე.წ. ვიორსტკებს აღარ წერენ თქვენი თანაგუნდელები

Nusagi

ბატონო უკრაინის მოქალაქევ! თქვენი სიტყვა პირდაპირ ეთერში გადაიცემა იმ სასამართლოს შენობიდან, რომელშიც თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არცერთ ჟურნალისტს ფეხი არ დაუდგამს, გადაღებაზე ხომ საუბარი ზედმეტია,-ასე ეხმაურება ჟურნალისტი ნათია თოიძე ბრალდებული ექსპრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან პირველი არხის მიმართ უნდობლობა გამოხატა.

ნათია თოიძე მოუწოდებს სააკაშვილს, ბოდიში მოუხადოს თავის ფოტოგრაფს, ირაკლი გედენიძეს, რომელიც ახლა პირველი არხის ფოტორეპორტიორია და რომელიც მან 26 მაისის ფოტოების გადაღების გამო, მეუღლესთან ერთად, ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრა.

„საქართველოს პირველი არხი, რომლის პირდაპირ ეთერშიც ახლა პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ, დიახ, ემსახურება ქართულ სახელმწიფოს და ქართულ საზოგადოებას. თქვენი სიტყვა პირდაპირ ეთერში გადაიცემა იმ სასამართლოს შენობიდან, რომელშიც თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არცერთ ჟურნალისტს ფეხი არ დაუდგამს, გადაღებაზე ხომ საუბარი ზედმეტია.

ალბათ არავინ გაგაგებინათ, და ჩემგან იცოდეთ – უკვე რამდენიმე წელია პოლიტიკოსებმა, დაკარგეს პირველი არხი. პირველ არხზე, უკვე ბევრი წელია, “დოკუმენტურ ფილმებს” და სიუჟეტებს აღარ ამონტაჟებენ პროკურორები და შსს-ს მაღალჩინოსნები, ე.წ. ვიორსტკებს აღარ და ვეღარ წერენ თქვენი თანაგუნდელები (სხვათა შორის ვერც სხვისი). კეთილი ინებეთ და ბოდიში მოუხადეთ საქართველოს პირველი არხის თითოეულ თანამშრომელს, იმ ცრუ ბრალდებებისთვის, რაც სასამართლოზე იკადრეთ. ბოდიში მოუხადეთ ირაკლი გედენიძეს, თქვენს ყოფილ ფოტოგრაფს და ახლა პირველი არხის ფოტორეპორტიორს, რომელიც 26 მაისის ფოტოების გადაღების და გავრცელების გამო, მეუღლესთან ერთად, ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეთ, ახლა კი თქვენს წინ დგას და მსჯავრდებული სააკაშვილის ფოტოებს იღებს, რათა ისევ მთელ მსოფლიოს აჩვენოს…..“,-წერს ნათია თოიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,955,005 ნახვა
%d bloggers like this: