ex-sticky სამართალი

პროკურორი: 7 ნოემბერს სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ „მოდულიდან“ გასცა ბრძანება „იმედში“ შეჭრაზე

Nusagi

საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ბრალდების მხარემ 7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილის ადვოკატობიდან ნიკა გვარამიას აცილების შუამდგომლობა დააყენა.

ჯარჯი წიკლაურმა განმარტა, რომ ნიკა გვარამია 7 ნოემბრის მოვლენებში იყო ჩართული.

„ხსენებულ საქმეზე პროკურორის სტატუსით ამ საქმეებში ჩართული იყო ნიკა გვარამია. ჩართული იყო კონტრდაზვერვის წარმომადგენლების გაგზავნაში „ტელეიმედში“. 7 ნოემბრის ღამე, როცა დარბევა ხდებოდა, გვარამია, იმჟამინდელი გენპროკურორის მოადგილე ლაცაბიძეც იმყოფებოდნენ მოდულში, საიდანაც ნიკა გვარამიამ და პროკურატურის ხელმძღვანელებმა გასცეს მითითება და გამომძიებლები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე „იმედში“ შევიდნენ, გამოაძევეს ჟურნალისტები. ასევე, შალვა ნათელაშვილისა და გამსახურდიას საქმეები, აგენტობას რომ აბრალებდნენ, ამ მასალებსაც გვარამია გადიოდა, ჩართული იყო, მისი ხელმძღვანელობით გაიმართა ეს პროცესები. ის არის ამჟამად მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

საპასუხოდ ნიკა გვარამიამ პროკურორს მიმართა.

„აზრზე არ ხარ, რას ლაპარაკობ. ყოფილი პროკურორი შენ ხარ აქ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ჯარჯი წიკლაურმა კი აღნიშნა, რომ დაუშვებელია ნიკა გვარამიას ამ საქმეში ჩართვა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,186,874 ნახვა
%d bloggers like this: