ex-sticky პოლიტიკა

სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო

Nusagi

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას პირველად ესწრება თავად ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი.

სხდომაზე მედიასაშუალებებიდან მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუშვეს, თუმცა სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ რამდენიმე წუთის განმავლობაში დარბაზიდან პირდაპირი ტრანსლირება განახორციელა.

სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა საქართველოს ჰიმნი ჩართეს, რასთან დაკავშირებითაც მათ მოსამართლეთა კოლეგიამ შენიშვნა მისცა.

არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას, აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო, – ამის შესახებ სააკაშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომლის საქმეს დღეს კოლეგია განიხილავს სამი მოსამართლის შემადგენლობით.

ამასთან, მოსამართლეებმა სააკაშვილს მიმართეს, რომ ბრალდებულს უფლება აქვს, წყალი დალიოს. „ვითვალისწინებთ თქვენს ჯანმრთელობას“, – განაცხადეს მოსამართლეებმა, რის შემდეგაც სააკაშვილმა მიმართა მათ: „მადლობა, ვაფასებ სიკეთეს“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იმყოფებიან. ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,955,049 ნახვა
%d bloggers like this: