ex-sticky სამართალი

უკრაინაში სულ მცირე ორჯერ ვთქვი უარი პრემიერ-მინისტრობაზე, გვერდზე გავწიე ფუფუნება

Nusagi

ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის, რომ მე არ ვარ საღ ჭკუაზე, რამ უნდა აიძულოს ადამიანი, ყველაფერი გადადოს გვერდზე და გადაეშვას მორევში, საიდანაც თავის დაძვრენის შანსი პრაქტიკულად არის ძალიან დაბალი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უკრაინაში ყოფნისას ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია ეკავა და სულ მცირე ორჯერ უარი თქვა პრემიერობაზე.

„თქვენ იცით, რომ მე ვარ ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში იმ საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე, რომელიც ყოველთვიურად იკრიბება, რომელშიც შედიან უკრაინის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის სპიკერი, ყველა მინისტრი, გენერალური პროკურორი და რომელიც დაკავებულია იმით, რომ ამზადებს უკრაინის პარლამენტისთვის აუცილებელ რეფორმებს. ჩემი მომზადებული რამდენიმე კანონი მიიღო პარლამენტმა, ეს არის მაგალითად კანონი „მიწის საკუთრების შესახებ“, კანონთა მთელი კრებული აქვს სამშენებლო ნებართვების შესახებ, რომელიც არ აწყენდა არც საქართველოს, რადგან ამ სფეროში ძალიან დიდი კორუფციაა, ელექტროენერგიის შესახებ და ახლა, წასვლის წინ დავუტოვე სწორედ უკრაინის ეკონომიკის თავისუფლების აქტი, რომელიც საქართველოში გვქონდა და ამ მთავრობამ გააუქმა. ასევე დავუტოვე უკრაინის ჯანდაცვის რეფორმების ფუნდამენტური პაკეტი.

უკრაინაში მეკავა ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, უფრო მეტიც, მაგალითად, „იფსოსის“ გამოკითხვით ვიყავი მთავარი, პირველ ადგილზე, ვის ყოფნას ისურვებდნენ უკრაინის პრემიერ-მინისტრად, უფრო მეტიც, სულ მცირე ორჯერ მაქვს უარი ნათქვამი უკრაინის პრემიერ-მინისტრობაზე პრეზიდენტ პოროშენკოს დროს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე განცხადებით, მატერიალურად არასდროს ყოფილა ისე კარგად, როგორც უკრაინაში.

„სახლიც მქონდა, კარიც მაქვს, მაღალი ხელფასიც, პატივისცემაც, მთელ მსოფლიოში ვკითხულობ ლექციებს. ეს ყველაფერი გვერდზე გავწიე, უარი ვთქვი დროებით ყოველ შემთხვევაში და ჩამოვედი საქართველოში, სადაც ზუსტად ვიცოდი, რომ ჯერ ერთი, შეიძლებოდა, გზაში მოვეკალი, ჩამოსვლისას მოვეკალი, როგორც ეს უქნეს ზვიად გამსახურდიას, ან დილეგში ჩავესვი, საიდანაც ჩემი ცოცხლად გამოშვების შანსი, როგორც ყველა დავრწმუნდით ამასწინათ, არის მინიმალური. ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის ამ ყველაფერზე, რომ მე არ ვარ საღ ჭკუაზე. რამ უნდა აიძულოს ადამიანი, რომ ყველა ზემოთ ხსენებულზე, ეს ყველაფერი, ფუფუნება, პატივისცემა, თანამდებობა, ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში გადადოს გვერდზე და გადაეშვას მორევში, საიდანაც თავის დაძვრენის შანსი არის პრაქტიკულად ძალიან დაბალი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,955,005 ნახვა
%d bloggers like this: