სამართალი

„ძალიან ბევრი მირტყეს ფეხებში, ხელებში, იყო მოხრჩობის მცდელობაც“ – მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში შეყვანის ეპიზოდს იხსენებს

Nusagi

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში შეყვანის ეპიზოდი გაიხსენა.

ექსპრეზიდენტის თქმით, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაწესებულებაში იძულებით შეიყვანეს.

„როდესაც რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან მოტყუებით გადამიყვანეს გლდანის მე-18 დაწესებულებაში და როდესაც მე ვუთხარი, რომ არ გადმოვალ მანქანიდან, მიმაჩნია ეს უკანონობად და ვითხოვ უკან დაბრუნებას რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში, ძალით გადმომათრიეს მანქანიდან.

როდესაც ვცადე ხელიდან დასხლტომა ძალიან ბევრი მირტყეს ფეხებში, ხელებში, იყო მოხრჩობის მცდელობაც. გამაძრეს ფეხსაცმელები, შემომახიეს ტანსაცმელი და ასე შიშველი ამიყვანეს ცემა-ტყეპითა, გინებით და დამაგდეს პალატაში, სადაც პირველი მცდელობა იყო ჩემი ნებართვის გარეშე აეღოთ ჩემი ანალიზები. ეს არ იყო პალატა, ეს იყო საკანი, ზარიც არ იყო რომ საჭიროების შემთხვევაში ვინმე გამომეძახებინა.

გამუდმებით, მთელი დღეების განმავლობაში, მე მესმოდა ჩემი გინება და მუქარები, ეს ყველაფერი იყო ციხის ადმინისტრაციის ორგანიზებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები საქართველოს სახელმწიფოს შემქმნელის მიმართ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,955,072 ნახვა
%d bloggers like this: