თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცველებსა და გიგი უგულავას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა გიგი უგულავა დააკავეს.
ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლიციელებმა სასამართლოსთან შეკრებილ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს სთხოვეს, გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ.
ამასთან, პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი ტერიტორიიდან გაიყვანა.
„მოგიწოდებთ, ისაუბროთ და იმოქმედოთ, როგორც პოლიციელმა და არა როგორც უკანასკნელმა ვიგინდარამ. პროვოკატორი მემანიშვილის ბრალია, რომ თქვენ მიიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ ხალხი გადმოვიდა აქეთ. აბა, იქ გაზს ასხამთ, ხალხო, ბოდიში მაინც მოიხადე ამ გაზის მოსხმის გამო“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
Facebook Comments Box