Uncategorized

„7 ნოემბერს დილას მაღვიძებენ და მეუბნებიან, რომ ვიღაცას პატარა შეტაკება მოუვიდა პოლიციასთან“ – სააკაშვილი

Nusagi

„ეს ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში და არავის აზრად არ მოსდის ამაზე საქმის აღძვრა“ , – ასე პასუხობს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ 7 ნოემბრის საქმეზე წაყენებულ ბრალდებას. 

მისი თქმით, 2007 წელს ქვეყანაში რთული ვითარება იყო, რადგან რეფორმების შედეგად ბევრი რამ შეიცვალა და ყველა მოქალაქემ ვერ შეძლო ახალ რეალობასთან ადაპტაცია. 

„შორს ვარ იმ აზრიდან, რომ ყველა ადამიანი ვინც ქუჩაში გამოვიდა ან რუსეთის დაკრულზე ცეკვავს ან იცოდა პატარკაციშვილის გეგმების შესახებ. ეს იყო რთული პერიოდი იმ გაგებით, რომ ჩვენ ჩავატარეთ ძალიან რთული რეფორმები. რამდენიმე ათეული ათასი პოლიციელი მაგალითად დარჩა უმუშევარი, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ გადაეწყო ახალ რელსებზე. ინფლაცია მაგ დროისთვის იყო არა ისეთი დიდი, როგორც ახლა, მაგრამ საკმაოდ მაღალი. მართალია ეკონომიკური შემოსავალი იყო მაღალი, მაგრამ ინფლაციაც მაღალი იყო და ვიღაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ვიღაც გაღარიბდა. 

ხალხს ჰქონდა ობიექტური საშუალება, რომ ყოფილიყვნენ ჩვენზე გაბრაზებული. ამიტომ, მართლაც იყო დიდი მიტინგი და  პირადად მე მივიღე როგორც დიდი სიგნალი. ამ მიტინგზე მოვიდა პატარკაციშვილი და წარმოთქვა სიტყვა და უკვე ყველაფერი ნათელი იყო, რისთვის და როგორ ეწყობოდა ეს. შემდეგ გაგრძელდა იქ პატარა საპროტესტო აქციები და 7-ში დილას მაღვიძებენ და მეუბნებიან, რომ ვიღაცას პატარა შეტაკება მოუვიდა პოლიციასთან რომელიც გადაიზარდა ამბავში. დაახლოებით ისეთი რამ მოხდა, რაც დღეს სასამართლოს წინ, როცა გაზი შეასხეს დემონსტრანტებს“, – აღნიშნა სააკაშვილმა. 

მისი თქმით, ყველაფერი, რაც 7 ნოემბრის აქციის დაშლისას მოხდა, მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობა იყო და მას არანაირი დავალება არ გაუცია. 

„ამის შემდეგ ბევრად მეტი ხალხი გამოვიდა და ავანსცენაზე იყო უკვე შინაგან საქმეთა მინისტრი. მე არავისთვის დავალება არ მიმიცია, ისინი ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობას, როგორც მათ ეს ესმოდათ, როგორი გამოცდილებაც ჰქონდა ჩვენ პოლიციას, იყვნენ ძალიან ახალგაზრდა და ძალიან გამოუცდელი. ღმერთმა დაგვიფარა და არავინ დაიღუპა ამ შეტაკებების დროს. ერთი ადამიანი დაშავდა ძალიან მძიმედ, რომელთანაც სახლში მივედი. 

ეს ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში და არავის აზრად არ მოსდის ამაზე საქმის აღძვრა, გარდა განსაკუთრებული ვარიანტებისა. ამის შემდეგ გავაკეთე ის, რასაც ძალიან ცოტა ლიდერი აკეთებს მსოფლიოში. მე გადავდექი და ჩემი საპრეზიდენტო ვადა შევამცირე წელიწად-ნახევრით და წავედი ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც გაჭირვებით, მაგრამ მივიღე, რათა მიმეღო ახალი მანდატი ქართველი ხალხისგან. 

ამაზე წავედი, რადგან ჩამეშალა რუსული გეგმა საქართველოში და არ დაგვეკარგა გეზი ევროინტეგრაციისკენ. ქართველმა ხალხმა უკვე გამოიტანა ვერდიქტი ამ საქმეზე და ამას ახლა არ გვედავებიან“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,197,002 ნახვა
%d bloggers like this: