ex-sticky უცხოური მედია

ავსტრიული შოკოლადის „მოცარტის“ მწარმოებელი კომპანია გაკოტრდა

Nusagi

ავსტრიულმა კომპანია Salzburg Schokolade-მ, რომელიც ტრადიციულ კონფეტ „მოცარტს“ აწარმოებდა, გაკოტრებაზე განცხადება შეიტანა. მიზეზად დასახელდა პანდემიის დროს მოთხოვნის მკვეთრი შემცირება. ინფორმაციას ავსტრიული გაზეთი Die Presse ავრცელებს.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა თანამშრომლებს განუმარტა, ტურისტების რიცხვის მასობრივი შემცირების, მასობრივი ღონისძიებების, ასევე საოჯახო დღესასწაულების- დაბადების დღეების და ქორწილების გაუქმების გამო, შოკოლადის კონფეტების გაყიდვებმა მკვეთრად იკლო. გარდა ამისა, ანტიკოვიდური შეზღუდვების გამო, ტურისტების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა ვენასა და ზალცბურგში, სადაც საკონდიტრო მაღაზიები კვირების განმავლობაში დაკეტილი იყო.  

„დამატებითი მიზეზი გახდა ლოქდაუნი, ფასების მატება ნედლეულზე და ელექტროენერგიაზე, ხარჯების ზრდა ლოჯისტიკაზე, ხელფასებსა და შესაფუთ მასალაზე“,-განაცხადა გენდირექტორმა. 

ამჟამად აქციების დიდი ნაწილი ეკუთვნის კომპანია Philipp Harmer Beteiligungs-ს, მცირე ნაწილი გენერალურ დირექტორს, Salzburg Schokolade -ს აქტივები კი, 27,3 მლნ ევროს შეადგენს. შემოდგომაზე კომპანიის დავალიანებამ 27,3 მლნ შეადგინა. 

გაკოტრების შედეგად დაზარალდა ქარხნის 140 თანამშრომელი და 600-ზე მეტი კრედიტორი. კომპანია ნოემბრის სახელფასო დავალიანებას ვერ ისტუმრებს, საუბარი აღარ არის საშობაო პრემიებზე.   

პანდემიის განმავლობაში ავსტრიაში ლოქდაუნი უკვე მეოთხედ გამოცხადდა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,955,072 ნახვა
%d bloggers like this: