ex-sticky პოლიტიკა

ალბათ, ყველას გაგვახსენდა მარკესის „პატრიარქის შემოდგომა“ – ჩვენ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას

Nusagi

სააკაშვილის გუშინდელმა გამოსვლამ, ალბათ, ყველას გაგვახსენა მარკესის ცნობილი ნაწარმოები, „პატრიარქის შემოდგომა“, გუშინ ჩვენ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას, რომელიც მას თავის დროზე ჰქონდა და რომელსაც ის წლების განმავლობაში ბოროტად იყენებდა, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება, რომელიც მან სასამართლოს სხდომათა დარბაზში გააკეთა.

როგორც კობახიძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია , რომ სააკაშვილი დღემდე არის საზოგადოებრივად საშიში.

„ჩვენ რომ დავუშვათ თეორიულად, რომ ის განახორციელებდა გეგმას, რომლითაც ის ჩამოვიდა საქართველოში, ტრაილერით, მაცივრით, პროდუქტებთან ერთად, მაშინ შესაცოდი იქნებოდა უკვე ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის თეორიული დაშვება და ბუნებრივია, ეს ვერ მოხდებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და სისტემა მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს. წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება, მონოპოლიზაცია, ტერიტორიების გადაცემა – ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ უმძიმესი დანაშაულებისა, რომლებიც ჩაიდინა თავის დროზე სააკაშვილმა, მისმა რეჟიმმა და იმ პოლიტიკურმა პარტიამ, რომელსაც ჰქვია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და რომელსაც აქვს თავისი განშტოებები დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობაში.

ამის განმეორებას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი არ იმსახურებდა. ბუნებრივია, ეს დანაშაულები არც განმეორდება, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ვართ ცივილიზებული, ევროპული ყაიდის საზოგადოება, რომლისთვისაც არის მიუღებელი და შეუთავსებელი ის დანაშაულები, რომლებსაც წინა რეჟიმი და წინა ხელისუფლება სჩადიოდა. ჩვენ ვიმსახურებთ არსებითად სხვა ტიპის სისტემას, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში 2012 წლის შემდეგ”, – განაცხადა მან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,197,423 ნახვა
%d bloggers like this: