ex-sticky პოლიტიკა

იმედი მაქვს, რომ კიევის ამჟამინდელი რეჟიმიც კი არ გაუყვება მიხეილ სააკაშვილის გზას

Nusagi

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ იმედი აქვს, უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2008 წლის აგვისტოში ჩადენილ ქმედებებს არ გაიმეორებს.

„იმედი მაქვს, რომ კიევის ამჟამინდელი რეჟიმიც კი არ გაუყვება მიხეილ სააკაშვილის გზას 2008 წლის აგვისტოს მაგალითზე“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, 2008 წელს მდგომარეობა ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ გართულდა, როდესაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებმა „დიდი ტანჯვის შემდეგ“ დეკლარაციაში ჩაწერეს, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან.

„საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, ბატონი სააკაშვილი მყისვე აჟიტირდა და დაიწყო აგრესიული სამხედრო ქმედებები, საკუთარი მოქალაქეებისა და რუსი სამშვიდობოების დაბომბვა. უკრაინის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ მეტი წინდახედულობა გამოიჩინა და ცუდ მაგალითს არ მიჰყვა“, – განაცხადა ლავროვმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,955,035 ნახვა
%d bloggers like this: