ex-sticky საზოგადოება

შალვა ოგბაიძე: წინა პლანზე ჩემი გიორგია საკუთარ სისხლის გუბეში

Nusagi

წინა პლანზე-ჩემი გიორგი საკუთარ სისხლის გუბეში.
ბედის ირონიით დღეს უგულავა მარნეულის იმავე ,,კაპეზე”-ში გადაუყვანიათ, სადაც გიორგი და მისი თანასაკნელები ისხდნენ,-შალვა ოგბაიძე სოციალურ ქსელში პოსტს და ფოტოებს აქვეყნებს და იხსენებს, როგორ იდევნებოდა ის და მისი ოჯახი სააკაშვილის რეჟიმის დროს.

ობგაიძის თქმით, მას წაართვეს ბიზნესი, თავად საავადმყოფოში დააპატიმრეს, მისი შვილი კი უმოწყალოდ ცემეს.

„ეს იყო ჩემი ოჯახის ,,თავგადასავალი” მიშას აღმშენებლობის პერიოდში. აქ სააკაშვილის რეჟიმის მხოლოდ მცირე ნაწილია ფოტოებით წარმოდგენილი: დევნა, თვალთვალი, დაჭერა, საავადმყოფოში საოპერაციო მაგიდაზე დაპატიმრება (სხვათაშორის მაგ ჩლიფინა ყიფშიძეს, რომელიც მაშინ რესპუბლიკურის მთავრი ექიმი იყო-ერთხელ არ მოვუკითხივარ), აგრეთვე, ნახავთ ჩემი შვილეის ფოტოებს უმოწყალოდ ცემის პროცესში, ნახავთ ჩემს საწარმოს, რომელსაც 1987(!) წლიდან ვავითარებდი და ნახავთ ამ საწარმოს იავრქმნილ ოთახებს და ნარჩენებს ფინანსური პოლიციის შემოჭრის შემდეგ (საწარმოს ბოლო ფოტოები გადაღებულია აუქციონზე გაყიდვის წინ).

და ეს ყველაფრი თურმე ქვეყნის აღმშენელობა ყოფილა. აა, თურმე არ იცოდა…თურმე ტელეეკრანიდან ადევნებდაო თვალს…მეფე კეთილიაო-ვინ თქვა მეფის იდიოტობის ,,გასაპრავებელი” ეს ფრაზა?ყველაფრის გამართლება შეიძლება, მაგრამ მშობლის სიძულვილის და მიუღელობის გამო შვილების დაჭერის და წამების (ვიმეორებ: წ ა მ ე ბ ი ს) გამართლება შეიძლება? ბოდიში მაინც მოიხადა ვინმემ?ძალიან ნელა მომავალი სამართლის ურმის თვლების ჭრიალი გაისმა …“,-წერს შალვა ოგბაიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,196,845 ნახვა
%d bloggers like this: