ex-sticky პოლიტიკა

3000-წლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანაში თავს ისე წარმოაჩენს, თითქოს ეს ქვეყანა მან შექმნა, ეს იყო ნულოვანი სინანულის შეგრძნების მქონე ადამიანის გამოსვლა

Nusagi

„ეს იყო ნულოვანი სინანულის შეგრძნების მქონე ადამიანის გამოსვლა. ის საერთოდ არაფერს ნანობს, რაც გააკეთა და რისთვისაც მსჯავრდებული და ბრალდებულია. პირიქით, უკვე ყავლგასულად და საერთოდ უსაფუძვლოდ, ყველას უმტკიცებს, რომ ისაა საქართველოს დამფუძნებელი მამა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლოში დღეს წარმოთქმულ სიტყვაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რა დამოკიდებულება აქვს ექსპრეზიდენტს საქართველოს მიმართ.

„3000-წლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანაში თავს ისე წარმოაჩენს, თითქოს მან შექმნა ეს ქვეყანა. ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, რომ ისაა უკრაინის მოქალაქე და სასამართლო პროცესზე თარჯიმნით უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ეს ზუსტად აჩვენებს მის დამოკიდებულებას ამ ქვეყნის მიმართ. ამბობს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს სანდრო გირგვლიანს და პიარიაო“, – აცხადებს ბექა დავითულიანი.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბრალდებამ რამდენჯერმე სცადა, საქმის არსებით განხილვაზე გადასულიყვნენ, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო დარბაზში, პოლიტიკურ განცხადებებს დაახლოებით საათისა და 20 წუთის განმავლობაში 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,197,002 ნახვა
%d bloggers like this: