ex-sticky სამართალი

ადვოკატი: ბესიკ თამლიანმა პოლიციელი კი არ სცემა, პირიქით, დააწვინა ქვემოთ და შემდგომ გადმოხტა

Nusagi

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ბესიკ თამლიანი არ აღიარებს ბრალს, მისი მხრიდან არანაირად არ დაირღვა არათუ პოლიციელის, არამედ ადგილზე შეკრებილი მოსახლეობის უფლება, – ამის შესახებ ბესიკ თამლიანის ადვოკატმა თეონა ქორიძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, სამართალდამცველს უნდა ესმოდეს, რომ როდესაც პირი იმყოფება ჯიხურზე, არ მივიდეს მასთან და არ დაესხას თავს, ამით შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას.

„მშვიდობიანად გამოდიოდა და არათუ ვინმეს აღიზიანებდა, არამედ მშვიდობიანად მღეროდა, ხელში დროშა ჰქონდა დაჭერილი. პირი, რომელიც საზოგადოების რომელიმე წარმომადგენელს ხელს არ უშლის, წარმოუდგენელია როგორ უნდა წარმოადგენდეს საფრთხეს სამართალდამცველებისთვის. ეს არ იყო არანაირი დარტყმა, ეს იყო თავდაცვა.

სამართალდამცველს უნდა ესმოდეს, რომ როდესაც პირი იმყოფება ჯიხურზე, არ მივიდეს მასთან და არ დაესხას თავს, ამით შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას სხვას. ბესიკ თამლიანმა ის კი არ სცემა ან მსგავსი, პირიქით, განმუხტა სიტუაცია, დააწვინა ქვემოთ და შემდგომ გადმოხტა. ერთ-ერთი პოლიციელი ადიოდა ე.წ. წიწაკის სპრეით და თვალებში რომ მოხვედროდა რომელიმეს, წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა. გამომდინარე აქედან, მისი მხრიდან არანაირ ძალადობას და ზეწოლას არ ჰქონია ადგილი, პირიქით შეიზღუდა მისი უფლებები და საფრთხეში ჩავარდა. ჩამოხტომისას პოლიციელმა ფეხი დაარტყა და „სტეკლოც“ კი გატეხა”, – აღნიშნა თეონა ქორიძემ.

ცნობისთვის, ბესიკ თამლიანი 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს. ის მანდატურებისთვის განკუთვნილი ჯიხურის სახურავზე იყო ასული. სამართალდამცავების მოწოდების მიუხედავად, თამლიანი არ ჩამოდიოდა, რის შემდეგაც უკვე სამართალდამცავებმა მისი ძალით ჩამოყვანა სცადეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით წარედგინა, რაც ზეწოლით, ძალადობით ან მუქარით სახელმწიფო საზოგადოებრივი წესრიგის დამცავის მიმართ საქმიანობაში ხელშეშლას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამასთან, ბესიკ თამლიანი ბრალდებულია 20 ივნისის საქმეზე და ის თავისუფლებაში 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ იმყოფება. თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,187,141 ნახვა
%d bloggers like this: