ex-sticky სამართალი

რახან მკვლელები დაიჭირეს, აღარ უნდა გამოვიდე არსად ხო? ხმა აღარ უნდა ამოვიღო ხო?

Nusagi

რახან მკვლელები დაიჭირეს, აღარ უნდა გამოვიდე არსად ხო? ხმა აღარ უნდა ამოვიღო ხო? რახან აქციებიდან წავედი და მეორე შვილის გადარჩენაზე ვიზრუნე, გამყიდველი ვარ? ზუსტად ამ ზიზღმა მოკლა ჩემი შვილი, მეტმა არაფერმა, ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

სარალიძე საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულები შეიწყალოს.

„მე დღეს ის ბიჭები მეცოდებიან. ბოლო სასამართლოზე დავაფიქსირე და დღეს ღიად ვიტყვი – პირდაპირ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, გამოუშვას სულ ყველა. ყველა იმ ბავშვს ვპატიობ ყველაფერს. იმიტომ ვპატიობ, რომ კანონი მეუბნება, 15 წლის მერე მაინც უნდა აპატიო. რატომ? – დღესვე ვაპატიებ, რატომ ვიტანჯო 15 წელი?! განა მე ის ბავშვები არ მეცოდებიან ან მშობლები?! ბოლო სასამართლოზე ვთქვი, ვინც სიმართლეს იტყვის, გამოუშვან სულ ყველა, გამოუშვან კალანდიაც, არ მიუსაჯონ. მკვლელები აღარ არიან ჩემთვის მნიშვნელოვანი, სიმართლე ითქვა“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ამასთან, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის გაკრიტიკების შემდეგ მას „ხალხი მიუგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებით ემუქრებიან“.

“დღეს კიდევ ერთი ბიძა დავასაფლავე, ჩემი გამზრდელი ბიძა, რის გამოც დაიმსახურა ღარიბაშვილმა შეურაცხყოფა და დაიმსახურებს ყოველთვის. რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება დღეში კორონავირუსით, ეს არის პირდაპირ ღარიბაშვილის პასუხისმგებლობაა. ღარიბაშვილი არის ერთი დიდი ოჯახის ხელმძღვანელი – რომელ ოჯახშიც ხელმძღვანელის დაუდევრობით ადამიანი კვდება ვის კისერზეა?! რა თქმა უნდა, ოჯახის მმართველის და ოჯახის უფროსის კისერზეა. ძალიან ბევრი ნათესავი დავკარგე! მამიდაშვილი დავკარგე! ამან გამოიწვია ჩემი გაღიზიანება ღარიბაშვილის მიმართ და იმის მაგივრად, რომ ჩემთვის ეკითხათ, რა მოხდა, ვიღაცები მომიგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებით და რაღაცებით მემუქრებიან. არანორმალურები არიან! “, – აღნიშნავს ზაზა სარალიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,186,982 ნახვა
%d bloggers like this: