ex-sticky სამართალი

მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

Nusagi

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დაპირისპირება მოჰყვა ადვოკატების შუამდგომლობას, რომლებიც საქმის ორი პროკურორის, გიორგი მუჯირისა და და არჩილ ტყეშელაშვილის აცილებას ითხოვენ. სააკაშვილის ადვოკატები პროკურორებს მიკერძოებულობასა და საქმის პოლიტიზირებაში ადანაშაულებენ.

ბრალდებამ კი, განმარტა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა „სრული სამართლებრივი აბსურდია და არ უნდა დაკმაყოფილდეს“.

„თქვენ ალბათ დისკომფორტს გიქმნით ის ფაქტი, რომ 26 მაისის შემდეგ ბრალდებული სააკაშვილი ფუფუნების საგნებს იღებს სახელმწიფოს ფულით“, – ასე მიმართა პროკურორმა გიორგი მუჯირმა ადვოკატებს, რომლებმაც მისი აცილება მოითხოვეს.

გიორგი მუჯირის განცხადებით, დაცვის მხარეს სურს საზოგადოებაში აღქმა გააჩინოს, თითქოს მხოლოდ პიჯაკების თუ სამგლოვიარო თაიგულის გამო სამართლდება სააკაშვილი.

„დაცვის მხარის ეს შუამდგომლობა და აცილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ მათ სურთ საზოგადოებაში აღქმა გააჩინონ, რომ სააკაშვილი მხოლოდ პიჯაკებსა თუ სამგლოვიარო თაიგულის გამო სამართლდება. მათ დისკომფორტს უქმნით საქმეში არსებული ის უამრავი დანახარჯი, რომელიც წრმოდგენილია, რომელიც ცალსახად უკანონოა და რა თქმა უნდა, გარკვეულწილად უკავშირდება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. ფაქტია, რომ საჯარო ინტერესი მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არის დიდი, ჩვენ გვიწევს განმარტებების გაკეთება. საქმის მასალებიდან მოხდა ფაქტის დემონსტრირება, 26 მაისის შემდეგ რამდენიმე დღეში ვიზიტით სარგებლობს ბრალდებული და იღებს იმ ფუფუნების საგნებს, რაც მრავლად არის წარმოდგენილი 9 მილიონ ლარში. ეს თუ მორალურად მათ უქმნით დისკონფორტს, იმას არ ნიშნავს, რომ მე უნდა ამეკრძალოს თუნდაც სისხლის სამართლის საქმიდან, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, დავასახელო ეს ფაქტი“, – განაცხადა პროკურორმა.

სხვისი ნახმარი პიჯაკების ტარებას გირჩევნიათ, ის 9 მილიონი ზარალი აანაზღაუროთ, რაც ბიუჯეტის მიმართ არსებობს, – განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.

ადვოკატმა ბექა ბესილაიამ საქმის პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილს და ამასთანავე იკითხა, რა ოდენობის პრემიას ელოდება სახელმწიფო ბრალმდებელი ამ განცხადებისთვის.

„ბატონო არჩილ, მე მინდა თქვენ გკითხოთ, ამ განცხადებისთვის, რომ გეთქვათ, „ბრალდებულო სააკაშვილო“, თქვენ რამდენ პრემიას ელოდებით? თქვენ ამისთვის ხართ ამ პროცესზე, რომ გეთქვათ „ბრალდებულო სააკაშვილო“, მე მინდა თქვენ გკითხოთ, განა გიღირთ ის პრემია, რომელსაც ელოდებით ამ განცხადებისთვის? როდესაც პოლიტიკური სიო სხვაგან უბერავს, თქვენი სამართლებრივი პროცესი იცვლება და მორალის კითხვის უფლება თქვენ არ გაქვთ,“- მიმართა ბექა ბასილაიამ პროკურორს.

დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გაგრძელდა, მოსამართლემ მათ დამშვიდებისკენ მოუწოდა, თუმცა ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის განმარტებით, პროკურორის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაში პოლიტიკური ნეიტრალიტეტი დაცული იყო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,955,083 ნახვა
%d bloggers like this: