ex-sticky პოლიტიკა

პარლამენტში ვერ შევალ და კობახიძეს ვერ დავუჯდები კარგი მოსწავლესავით

Nusagi

მიხეილ სააკაშვილი დღეს პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარი არ არის, რადგან ის საქართველოს მესამე პრეზიდენტია.

„მანახეთ ადამიანი საქართველოში, ვინც ენდობა ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს, ვინც თვლის, სასამართლოში რომ მივა, იქ სამართალს იპოვის. მიხეილ სააკაშვილი არ არის ჩვეულებრივი პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ბუნებრივია, ის დღეს პოლიტიკური პატიმარია და ის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია. ჩვენ ხომ ვნახეთ ის კადრები, როგორც ეპყრობოდნენ მიხეილ სააკაშვილს, ამის გამართლება რაიმე ფორმით შესაძლებელია? და ამის შემდეგ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სასამართლო გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას?! ჩვენ სამართლიან სასამართლოს ვითხოვთ“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების თაობაზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, დამოკიდებული იქნება ოპოზიციის ქმედებებზე .

„კობახიძეს უნდა, მაგრამ ვერ შევალ პარლამენტში და ვერ დავუჯდები, კარგი მოსწავლესავით. ჩვენ ჩვენი ბრძოლის ტაქტიკა გვაქვს და კეთილი ინებოს კობახიძემ და შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც მას აღებული აქვს საერთაშორისო პარტნიორების წინაშე“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,955,059 ნახვა
%d bloggers like this: