დუშეთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ცნობილი ქართველი ტელეჟურნალისტი კოტე ინაშვილი. ის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის ძმაა. ცნობილია, რომ ინაშვილი ავტომობილში მარტო იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხვა დაშავებულები არ არიან.
დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება. ოჯახს მომხდარის შესახებ უკვე შეატყობინეს კოტე ინაშვილის ახლობლებმა.
კოტე ინაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხსა და ტელეკომპანია „ობიექტივში“.
Facebook Comments Box