ex-sticky სამართალი

2008 წელს სპა რეზორტში ილჰამ ალიევს შევხვდი, ეს ცოდვა ჩავიდინე და ამაზე უნდა მომისაჯონ თურმე 11 წელი

Nusagi

2008 წელს ავსტრალიის მთავრობამ გვითხრა, რომ სადმე წაიყვანეთ რამდენიმე პრემიერი და მინისტრი, დაელაპარაკეთ არაფორმალურ სიტუაციაში, ეს იქნება თქვენთვის კარგი. ამოვარჩიეთ ტაილანდი, ჩავიყვანეთ ეს ხალხი, ძალიან ძვირფასი ფასიანი საჩუქრები ვაჩუქეთ თითოეულს, მე ამას ჩემი ჯიბიდან ვერ ამოვიღებდი, ამდენი ფული არ მქონდა, -ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროცედურებზე სახელმწიფოს ფული დაიხარჯა, რათა არ მომხდარიყო აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციის ლეგიტიმაცია.

„ჩვენ ვიყავით ტაილანდში. ეს იყო ძალიან რთული პერიოდი, როდესაც რუსები ფულის ჩემოდნებით ჩარბოდნენ და იღებდნენ აღიარებებს ნაურუდან და ბევრი ასეთი კუნძულოვან სახელმწიფოდან. რამდენადაც ვიცი, ტუვალუს აღიარება დაუჯდათ ერთი მილიონი დოლარი. პირდაპირ ჩემოდანი ჩაახუტეს სოჭში ჩამოყვანილ ტუვალუს პრემიერ-მინისტრს, რომელიც ნიუ-იორკიდან სოჭში ჩააფრინეს, შემდეგ კი სოხუმში. ამ სიტუაციაში ჩვენ გვეხმარებოდა ავსტრალიის მთავრობა. თუ არ ვცდები, ჩრდილო კორეაში სამიტი იყო და ავსტრალიის მთავრობამ გვითხრა, რომ მანამდე სადმე წაიყვანეთ რამდენიმე პრემიერი და მინისტრი, დაელაპარაკეთ არაფორმალურ სიტუაციაში, ეს იქნება თქვენთვის კარგი. ამოვარჩიეთ ტაილანდი, ჩავიყვანეთ ეს ხალხი, ძალიან ძვირფასი ფასიანი საჩუქრები ვაჩუქეთ თითოეულს, მე ამას ჯიბიდან ვერ ამოვიღებდი, ეს ფული მე არ მქონია. ეს იყო საქართველოს, სახელმწიფოს ფული, იმისთვის, რომ არ მომხდარიყო აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციის ლეგიტიმაცია. პრორუსულ მთავრობას, რა თქმა უნდა, არ სიამოვნებს. დიახ, პირველად ვამბობ დღეს ამას. ჩავიყვანეთ! “მოვთაფლეთ”! დავალევინეთ! ვაჭამეთ! მოვესიყვარულეთ და საჩუქრები ჩავუტანეთ!

2008 წელს, როდესაც შევხვდი ილჰამ ალიევს გასართობ პროცედურაზე კი არ ვიყავი! შემდეგ მოვყვები ილჰამ ალიევმა​ რა გაუკეთა საქართველოს ომის დროს. ერთი წამი არ გაჩერებულა ჩვენი ნავთობით და ბენზინით მომარაგება, არც ეროვნული ბანკის მომარაგება. დიახ, შევხვდი „სპა რეზორტში“. დიახ, ეს ცოდვა ჩავიდინე და ამაზე უნდა მომისაჯონ თურმე 11 წელი. „სპა რეზორტში“ ვიყავი, პროცედურებსაც ვიტარებდი! სამაგიეროდ, საქართველოს არ ჩაუკეტეს საზღვარი! საქართველოს შეუნარჩუნეს გაზის ფასი!“- აღნიშნავს სააკაშვილი.

მისივე თქმით, „ყველაზე დიდი კორუფციონერები ასამართლებენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ანტიკორუფციონერს“.

„ კორუფციამ მართლა შეჭამა ქვეყანა! დღეს, ყველაზე დიდი კორუფციონერები ასამართლებენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ანტიკორუფციონერს! მართლაც ჩალით, ხომ არ არის ეს ქვეყანა დახურული?! მე ვარ უკრაინის ანტიკორუფციული კანონის და უკრაინის ერთ-ერთი ანტიკორუფციული სამსახურის, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. ამ ხალხს ასამართლებთ თქვენ!

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,545 ნახვა
%d bloggers like this: