ex-sticky პოლიტიკა

ექსპრეზიდენტის განცხადება გიორგი სანაიაზე სიცრუეა, ამ ადამიანს უნდა, ყველა მოვლენის ეპიცენტრში იყოს

Nusagi

„არ ვიცი, რას ემსახურებოდა ყოფილი პრეზიდენტის განცხადება გიორგი სანაიაზე და რა ბენეფიტი მიიღო ამით, მაგრამ კიდევ უფრო ძნელია ჩემთვის იმის შეფასება, რაც შემდეგ ამას სოციალურ ქსელში მოჰყვა“,-ამის შესახებ გიორგი სანაიას მეგობარმა, ჟურნალისტმა ხატია მოისწრაფიშვილმა „იმედის“ ეთერში სააკაშვილის განცხადების შეფასებისას ისაუბრა.

ხატია მოისწრაფიშვილი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი ტყუის, როდესაც ამბობს, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე გიორგი სანაია სახლამდე მიაცილა.

„ჩემთვის ყოველთვის მძიმეა ამ თემაზე საუბარი, თუმცა იმ წუთში, რაღაც მყისიერად გამოვეხმაურე, რადგან მართლა არ არის ეს სიმართლე. იმ ღამეს სულ სხვა ამბავი ხდებოდა. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მერე ძალიან მძიმე გამოხმაურება მოჰყვა. ძალიან განვიცადე და მას მერე ვფიქრობ, რასთან გვაქვს საქმე? ერთი, რომ ადამიანს უნდა, იყოს ყველა მოვლენის ცენტრში, ყველაფერი მას უკავშირდებოდეს და სამყაროს ცენტრი იყოს. საბედნიეროდ, ეს ასე არ არის. მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ შემეწინააღმდეგნენ სოციალურ ქსელში. მე არაფერი მითქვამს არასწორი. მე დავწერე, რომ იმ საღამოს სააკაშვილი არ იყო ჩვენთან ერთად. არ ვიცი, ამ ტყუილით რა ბენეფიტი მიიღო ყოფილმა პრეზიდენტმა, მაგრამ მძიმე იყო გამოხმაურება, რაც ჩემს სტატუსს მოჰყვა.

მე არ ვთვლი, რომ ეს არის დეტალი, რომელიც შესაძლოა, წლების შემდეგ აგერიოს. შეიძლება არ გახსოვდეს ვიღაცასთან შეხვედრის თარიღი, მაგრამ როდესაც ადამიანი რამდენიმე საათში იღუპება, შეუძლებელია, აგერიოს“,-აცხადებს ხატია მოისწრაფიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,955,035 ნახვა
%d bloggers like this: