ex-sticky პოლიტიკა

თუ მიხეილ სააკაშვილი არ გჭირდებათ საქართველოში, დაუბრუნეთ უკრაინას, ჩვენ ის გვჭირდება – ლიზა იასკო

Nusagi

თუ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ გჭირ­დე­ბათ სა­ქარ­თვე­ლო­ში, და­უბ­რუ­ნეთ ის უკ­რა­ი­ნას, ჩვენ ის გვჭირ­დე­ბა”, – ამის შე­სა­ხებ რა­დას დე­პუ­ტატ­მა ლიზა იას­კომ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, გუ­შინ­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოჩ­ნდა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სურს სა­ა­კაშ­ვი­ლის მოკ­ვლა და მის­თვის პა­ტიმ­რო­ბის მრა­ვა­ლი წლის მის­ჯა. რა­დას დე­პუ­ტატ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კვლავ სუს­ტა­დაა.

“მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სუს­ტა­დაა, ის იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და რამ­დენ­ჯერ­მე და­წო­ლი­ლი­ყო და და­ეს­ვე­ნა, ის სუს­ტა­დაა, სამ­წუ­ხა­როდ. ის მო­კი­თხვას უგ­ზავ­ნის, პირ­ველ რიგ­ში, ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ­ლე­ბიც ამ ცივ ამინ­დში იც­დი­ან და აშუ­ქე­ბენ პრო­ცე­სებს. რისი თქმაც მინ­და, არის ის, რომ გუ­შინ­დელ­მა სა­სა­მარ­თლომ გვაჩ­ვე­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ არის ბრალ­დე­ბე­ბი და რო­გორც ჩანს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სურს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მოკ­ვლა და სურს მი­უ­სა­ჯონ მას პა­ტიმ­რო­ბის მრა­ვა­ლი წელი. თუ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ გჭირ­დე­ბათ სა­ქარ­თვე­ლო­ში, და­უბ­რუ­ნეთ ის უკ­რა­ი­ნას, ჩვენ ის გვჭირ­დე­ბა,“- გა­ნა­ცხა­და ლიზა იას­კომ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,186,874 ნახვა
%d bloggers like this: