ex-sticky ხელოვნება და კულტურა

ფილმ „უკანასკნელი ტანგო პარიზში“ შექმნის ისტორიაზე სერიალს იღებენ

Nusagi

ბერნარდო ბერტოლუჩის სკანდალურ ფილმზე „უკანასკნელი ტანგო პარიზში“ სერიალს იღებენ. შოუ მოიცავს ფილმის შექმნამდე და შემდგომ პერიოდებს, სიუჟეტის ცენტრში კი, რეჟისორი და მთავარი როლების შემსრულებლები-მარლონ ბრანდო და მარია შნაიდერი არიან. 

სცენარი ეხება ფილმთან დაკავშირებულ სკანდალსაც.

2019 წელს ბერტოლუჩიმ აღიარა, რომ სცენა, სადაც 48 წლის მსახიობის, მარლონ ბრანდოს გმირი 19 წლის მარია შნაიდერის გმირს კარაქის გამოყენებით აუპატიურებს, არ იყო ქალთან შეთანხმებული. რეჟისორის სიტყვებმა საზოგადოებასა და მედიაში კვლავ გააღვივა დისკუსია ქალის როლზე კინოინდუსტრიაში.

„სერიალი „ტანგო“ მაყურებელს მოუთხრობს ორ მამაკაცზე, რომლებიც ახალგაზრდა და გამოუცდელ ქალს ამცირებენ არა სექსის, არამედ ხელოვნების გამო. მათ ეს გააკეთეს კამერების წინ და მიიღეს მხატვრული ფილმი, რომელიც მოიწონეს კრიტიკოსებმაც და მაყურებლებმაც. რეჟისორი და მსახიობი დიდების შარავანდედით შეიმოსნენ იმ დროს, როდესაც მარიას არავინ აქცევდა ყურადღებას. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ხელოვნებაში ეთიკის საკითხების კვლევა“,-ამბობს რეჟისორი ჟოზე პადილა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,175,037 ნახვა
%d bloggers like this: