ex-sticky უცხოური მედია

Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი: ვაქცინაციით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ

Nusagi

კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალბერტ ბურლა აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაცია, სავარაუდოდ, კიდევ მრავალი წელი იქნება საჭირო.

მისი თქმით, ამის მიზეზი ვირუსის წინააღმდეგ მოქალაქეების მაქსიმალური დაცვაა და ვაქცინაციას მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

ალბერტ ბურლამ BBC-ისთან ინტერვიუს დროს ასევე აღნიშნა, რომ Pfizer-მა უკვე შექმნა ვაქცინა, რომელიც „ბეტა“ და „დელტა“ ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტურია და ახლა კომპანია მუშაობს „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელიც, სავარაუდოდ 100 დღეში იქნება მზად.

„ჩვენ ვაქცინაციით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და გლობალური ეკონომიკის ტრილიონობით დოლარი გადავარჩინეთ. ვაქცინის მიღების გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობაზე, ეს გავლენას მოახდენს სხვების ჯანმრთელობაზეც და განსაკუთრებით იმ ადამიანებზე, რომლებიც ყველაზე მეტად გვიყვარს. ასე რომ, გამოიჩინე გამბედაობა, დაძლიო შიშები და მოიქეცით სწორად“, – განაცხადა მან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,790 ნახვა
%d bloggers like this: